რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ნავასის მინდორზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილი გახდა

ნავასის მინდორზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილი გახდა

20-08-2016, 09:39
ავტორი: ZZ
ნახვა: 817
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ნავასის მინდორზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილი გახდა
კეილორ ნავასის გამოჯანმრთელების პროცესი მალე უნდა დასრულდეს. კოსტა-რიკელი ექიმები, რომლებიც ნავასს გამოკვლევებს უტარებენ, გვამცნობენ, რომ გოლკიპერი მინდორს სექტემბრის შუა პერიოდში დაუბრუნდება. თავად კეილორი აცხადებს, რომ ტკივილები საერთოდ აღარ აწუხებს...

ჰოლანდიელმა ექიმმა ვან დეიკმა განაცხადა, რომ ნავასი მინდორს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, როცა 100%-ით მზად იქნება. ჯერჯერობით კი ზიდანის გუნდს კეილორის გარეშე უწევს თამაში. კარს არანაკლებ ნიჭიერი კიკო კასილია იცავს. ესპანელი კიპერის პროფესიონალიზმის წყალობით, ფრანგ მწვრთნელს თავსატკივარი არ აქვს და კოსტა-რიკელი მეკარის გამოჯანმრთელების პროცესს არ აჩქარებს.

ახლა ნავასს მეტი მუშაობა მოუწევს, რათა ფორმაში რაც შეიძლება მალე ჩადგეს. ამისათვის ანტონიო პინტუსმა სპეციალური საწვრთნელი გეგმა შეიმუშავა, რომელიც კეილორს რეაბილიტაციის პროცესის დროს დაკარგულ ფიზიკურ ფორმას მალე დაუბრუნებს.

ასე რომ, ნავასის დაბრუნების სავარაუდო თარიღი 10 სექტემბერია. შესაბამისად, კეილორს მინდორზე ლა ლიგის მე-3 ტურში "ოსასუნასთან" მატჩში ვიხილავთ.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.