ხამესი და ბეილი – ლა ლიგის ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველები » MADRIDISTA.GE - მადრიდის "რეალი"
რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ხამესი და ბეილი – ლა ლიგის ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველები

ხამესი და ბეილი – ლა ლიგის ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველები

9-06-2015, 20:01
ავტორი: ZZ
ნახვა: 989
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ხამესი და ბეილი – ლა ლიგის ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველები
თითოეულმა მათგანმა ქვეყნის პირველობაზე 13 გოლი გაიტანა...

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელთა ერთ–ერთი საუკეთესო თვისება ისაა, რომ მეტოქის კარის გასაღებს პოულობენ. ლა ლიგის განვლილ სეზონში თავის გამოჩენა გუნდის 14–მა ფეხბურთელმა მოახერხა. კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ქვეყნის პირველობა 118 გატანილი გოლით დაასრულეს. "ბლანკოსის" ორმა ნახევარმცველმა, საუბარია ხამეს როდრიგესსა და გარეთ ბეილზე, 13–13 გოლის გატანა მოახერხა. მათ "ვალენსიას" ნახევარმცველ დანი პარეხოს თითო გოლით გაუსწრეს.

ხამესმა ლა ლიგის პირველ სეზონში "რეალის" შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. აქედან 6 შინ, 7 კი სტუმრად. როდრიგესმა ლა ლიგის მე–10 ტურში "გრანადასთან" შეხვედრაში ჩემპიონატში პირველი დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, მან ბევრი ლამაზი გოლით დაგვამახსოვრა თავი.

ამავდროულად, ბეილმა ქვეყნის პირველობაზე ჩატარებულ 31 მატჩში მეტოქეთა კარი 13–ჯერ შეარხია. აქედან 6 გოლი შინ გაიტანა, 7 სტუმრად. გარეთმა დუბლი ორჯერ შეასრულა: ერთი "რიასორზე", მეორე "სანტიაგო ბერნაბეუზე".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.