რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ლაუდრუპი: "რონალდუ იდეალური ფეხბურთელია, რომელსაც ყველაფერი აქვს"

ლაუდრუპი: "რონალდუ იდეალური ფეხბურთელია, რომელსაც ყველაფერი აქვს"

13-09-2016, 22:04
ავტორი: ZZ
ნახვა: 829
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ლაუდრუპი: "რონალდუ იდეალური ფეხბურთელია, რომელსაც ყველაფერი აქვს"
"სამეფო კლუბის" ექს-ფეხბურთელის ინტერვიუ...

"ბარსელონას" მარცხი

"თუ "ალავესს" მესისა და სუარესის გარეშე ვერ ამარცხებ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემები გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ "ალავესს" პატივს ვცემ, "ბარსელონა" შინ უპრობლემოდ უნდა იმარჯვებდეს".

რონალდუსა და მესის დუელი

"რონალდუ იდეალური ფეხბურთელია, რომელსაც ყველაფერი აქვს. მესი სუფთა ტალანტია, მაგრამ ლიონელს თამაშის ხედვა აქვს ისეთი, რაც კრიშტიანუს არ გააჩნია".

"რეალის" შემადგენლობა

"მადრიდის "რეალს" შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, რომელშიც სუსტ ადგილს ვერ ვხედავ. რთულია რომელიმე ფეხბურთელს სათამაშო დროის ან ძირითადში თამაშის გარანტია მისცე მითუმეტეს, როცა ისკოსა და ხამესის დონის ფეხბურთელები გყავს, მაგრამ ზიდანი ამას კარგად გაუმკლავდა".

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები

"ჩემი აზრით, "ბაიერნი", "იუვენტუსი" და ყველა ესპანური კლუბი. ჩემს სიაში ინგლისური კლუბები არ ფიგურირებენ, რადგან მათ ბოლო წლებში საკლუბო დონეზე ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.