რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » 2-1: ქამბექი "ბერნაბეუზე"! "რეალმა" "სპორტინგი" დაამარცხა

2-1: ქამბექი "ბერნაბეუზე"! "რეალმა" "სპორტინგი" დაამარცხა

15-09-2016, 00:34
ავტორი: ZZ
ნახვა: 2009
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
2-1: ქამბექი "ბერნაბეუზე"! "რეალმა" "სპორტინგი" დაამარცხა
მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ლისაბონის "სპორტინგი" (2:1) დაამარცხა...

მატჩში ანგარიში "სპორტინგმა" გახსნა. თავი სესარმა გამოიჩინა. 89-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმო დარტყმით დიდებული გოლი გაიტანა, 94-ე წუთზე კი ალვარო მორატამ ხამეს როდრიგესის გადაცემა გოლად აქცია.

ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, პირველი ტური

სტადიონი "სანტიაგო ბერნაბეუ"


"რეალი"-"სპორტინგი" 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 - სესარი (48'), 1:1 - კრიშტიანუ რონალდუ (89'), 2:1 - მორატა (90+4').

"რეალი": კასილია, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი (ხამესი, 77'), ბეილი (ლუკას ვასკესი, 67'), კრიშტიანუ რონალდუ, ბენზემა (მორატა, 67').

"სპორტინგი": პატრისიუ, პერეირა, სემედო, კოატესი, ზეეგელაარი, მარტინსი (მარკოვიჩი, 70'), სილვა (ელიასი, 73'), კარვალიუ, სესარი, რუისი, დოსტი.

გაფრთხილებები: კროოსი (75') - სილვა (39'), კარვალიუ (57'), ზეეგელაარი (65').

არბიტრი: პაოლო ტალიავენტო.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.