MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "ბედნიერი ვარ, რომ "რეალს" ვწვრთნი"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 15-09-2016, 20:52
ზიდანი: "ბედნიერი ვარ, რომ "რეალს" ვწვრთნი"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლისაბონის "სპორტინგთან" (2:1) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

ცვლილებები

"ეს რთული მატჩი იყო. გაშვებული გოლის შემდეგ, უფრო შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ და ცვლილებები განვახორციელე, რომლებმაც თამაშში გარდატეხა შეიტანეს".

შეგრძნება გამარჯვების შემდეგ

"არ ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება მოულოდნელია. უბრალოდ, ის არ ვიცი, სამართლიანია თუ არა, მაგრამ გვჯეროდა და ბოლომდე ვიბრძოდით. ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვიყავით, რომელიც მზადაა მატჩის ბედი ნებისმიერ მომენტში შეცვალოს. ეს "რეალის" ისტორიაა და მუდამ ბოლომდე ვიბრძოლებთ".

მატჩი

"არ მომეწონა ის, რომ მატჩის პირველ ნახევარში ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. ვიცი, რომ მეტი შეგვეძლო, მაგრამ რთული მეტოქე გვყავდა. ეს ჩემპიონთა ლიგაა და აქ გამარჯვების მოპოვება რთულია".

ბენზემა

"მას დიდი ხნით არ უთამაშია, მაგრამ მისი ასპარეზობა მომეწონა. ქარიმი ახლახანს გამოჯანმრთელდა. სეზონი ახლახანს დაიწყო და მნიშვნელოვანი იქნება, რომ გუნდი კონცენტრირებულია. ყველა ფეხბურთელი იმისათვის მუშაობს, რომ გუნდს სარგებელი მოუტანოს".

მორატა

"მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ. მან ეს მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ თამაშში ჩაერთო და გაიტანა. ალვარო თავდაუზოგავად შრომობს და როცა მოედანზე გადის, ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს. ჩემი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრ მწვრთნელს არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლიათ".

ხამესი

"ამ ეტაპზე ის სასტარტოს ფეხბურთელი არ არის, მაგრამ როცა მოედანზე გადის, ძალიან ცდილობს. კმაყოფილი ვარ იმით, რაც ხამესმა მოედანზე გასვლის შემდეგ გააკეთა".

მეტოქე

"არ მიკვირს, რომ "სპორტინგთან" რთული მატჩი იყო. ეს შესანიშნავი გუნდია. არ ვიცი, სამართლიანია თუ არა მატჩის შედეგი, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ჩვენი მონდომება დაფასდა".

ზიდანი: "უკეთესად თამაში შეგვიძლია"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მეორე ტურში "სელტასთან" (2:1) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ვიცოდით, რომ დანებება არ შეიძლებოდა"

ზინედინ ზიდანმა ევროპის სუპერთასზე "სევილიასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "მატჩის ბედი ბეილმა გადაწყვიტა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 35-ე ტურში "რაიო ვალეკანოსთან" (2:3) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ლა ლიგის მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით"

ზინედინ ზიდანმა "მალაგასთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

კიკე სეტიენი: "რონალდუს გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში შეუძლია"

"ლას–პალმასის" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, მადრიდის "რეალთან" გასამართი ურთულესი დაპირისპირების წინ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.