რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მარკო ასენსიო: 100 მატჩი 20 წლის ასაკში

მარკო ასენსიო: 100 მატჩი 20 წლის ასაკში

21-09-2016, 00:56
ავტორი: ZZ
ნახვა: 683
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მარკო ასენსიო: 100 მატჩი 20 წლის ასაკში
ახალგაზრდა და გამოცდილი...

მას შემდეგ, რაც მარკო ასენსიო ჩემპიონთა ლიგაზე "სპორტინგთან" მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, ლა ლიგაში თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. ეს მატჩი ახალგაზრდა ესპანელის პროფესიონალურ კარიერაში მე-100 გამოდგა. არ დაგვავიწყდეს, რომ მარკო მხოლოდ 20 წლისაა.

ეჭვგარეშეა, რომ ასენსიოს ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ ის უკვე საკმაოდ გამოცდილია. მარკომ პროფესიონალურ დონეზე პირველი მატჩი 2013-2014 წლების სეზონში სეგუნდაში "მალიორკას" რიგებში ჩაატარა. მან 2 სეზონის განმავლობაში 56 მატჩი ჩაატარა და გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

"სამეფო კლუბმა" ესპანელი ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად არენდით "ესპანიოლში" გაუშვა, სადაც ასენსიომ ყველა ტურნირის ჩათვლით 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ზიდანმა წელს გასაგებად აღნიშნა, რომ მარკოს ნდობას უცხადებს და პერსპექტიული ფეხბურთელი მთავარ გუნდში დატოვა. ასენსიომ ამ სეზონში "რეალის" მიერ ჩატარებული 6 მატჩიდან 5-ში მიიღო მონაწილეობა.

20 წლის ასენსიოს 98 მატჩი საკლუბო, ხოლო 2 სანაკრებო დონეზე აქვს ჩატარებული. 100 მატჩი, 13 გოლი, 20 საგოლე გადაცემა - და ეს ყველაფერი მხოლოდ 20 წლის ასაკში!
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.