MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბორხა მაიორალი – ესპანეთის 19–წლამდელთა ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 10-06-2015, 18:22
ბორხა მაიორალი – ესპანეთის 19–წლამდელთა ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი

მადრიდული კანტერის თავდამსხმელმა ბორხა მაიორალმა სეზონი კარგ ნოტაზე დაასრულა. ის 19–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი სტადიის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 18 წლის მაიორალმა 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა...

ბორხამ შესარჩევი სტადიის ყველა მატჩში შეძლო გოლის გატანა: საქართველოსთან (1), თურქეთთან (2) და პორტუგალიასთან (1). ამ შეხვედრებში მონაწილეობა მარკო ასენსიომაც მიიღო, რომელიც "სამეფო კლუბმა" დეკემბერში შეიძინა. მან 3 გოლის გატანა მოახერხა.

თუმცა, მთელი ყურადღება მადრიდული კანტერის "ქილერისკენ" იყო მიმართული, რომელმაც განვლილ სეზონში ნაკრების, "ხუვენილ A"–სა და "კასტილიას" რიგებში 50 გოლი გაიტანა. აქვე გეყვით იმასაც, რომ 2015/16 წლების სეზონში მაიორალი სწორედ "კასტილიაში" იასპარეზებს. გასული სეზონის ბოლო ტურებში ზინედინ ზიდანმა ბორხა ათამაშა კიდეც.

ბორხა მაიორალმა "კასტილიაში" ასპარეზობა თავისი შრომითა და გოლებით დაიმსახურა. 2012/13 წლების სეზონიდან მოყოლებული მან კანტერის სხვადასხვა გუნდებში 124 გოლი გაიტანა.

რონალდუმ ლა ლიგაში თავით ყველაზე მეტი გოლი გაიტანა

პორტუგალიელმა ლა ლიგაში თავური დარტყმით 12 გოლი გაიტანა......

"რეალი" – ყველაზე შედეგიანი გუნდი ევროპის 5 წამყვან ლიგაში

მადრიდის "რეალმა" ქვეყნის პირველობა 118 გოლით დაასრულა. ეს კლუბის ისტორიაში მეორე შედეგია......

მარსელომ ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და სამეფო თასზე გაიტანა

ეს პირველი სეზონია, როცა ბრაზილიელმა გოლის გატანა სამ ტურნირზე შეძლო......

0-1: "კასტილიამ" სტუმრად "ტოლედო" დაამარცხა

ზინედინ ზიდანის შეგირდებმა სეზონის დასკვნით მატჩში სტუმრად "ტოლედო" (0:1) დაამარცხეს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

17.02.2019 15:00


1 - 2

13.02.2018 00:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.