რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » 1-1: "რეალმა" შინ "ვილიარეალთან" ქულები დაკარგა

1-1: "რეალმა" შინ "ვილიარეალთან" ქულები დაკარგა

21-09-2016, 23:48
ავტორი: ZZ
ნახვა: 764
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
1-1: "რეალმა" შინ "ვილიარეალთან" ქულები დაკარგა
მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე "ვილიარეალის" (1:1) დამარცხება ვერ მოახერხა...

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. პირველი ტაიმში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბრუნო სორიანომ პენალტის ნიშნულიდან "ვილიარეალი" დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სერხიო რამოსმა ზუსტი თავურით ანგარიში გაათანაბრა. "რეალს" შეხვედრის დასრულებამდე მეტოქის კარის აღების შანსი რამდენიმეჯერ ჰქონდა. თუმცა, სტუმართა გოლკიპერი თავის მოვალეობებს უბადლოდ ასრულებდა.

საბოლოო ჯამში 1:1 და "რეალმა" ლა ლიგაში ზედიზედ მე-17 გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.

ლა ლიგა, მეხუთე ტური

სტადიონი "სანტიაგო ბერნაბეუ"


"რეალი"-"ვილიარეალი" 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 - სორიანო (45+1', პენ.), 1:1 - რამოსი (48').

"რეალი": კასილია, დანილო, ვარანი, რამოსი, მარსელო (კარვახალი, 45'), კოვაჩიჩი, კროოსი, ხამესი, ბეილი (ლუკას ვასკესი, 72'), კრიშტიანუ რონალდუ, ბენზემა (მორატა, 77').

"ვილიარეალი": ასენხო, მარიო, მუსაჩიო, რუისი, ხ. ანხელი, ბრუნო, ტრიგეროსი, დოს სანტოსი, კასტილიეხო, ჩერიშევი (სორიანო, 64'), სანსონე (პატო, 73').

გაფრთხილებები: რამოსი (45'), კრიშტიანუ რონალდუ (69'), კროოსი (75'), კარვახალი (90+3') - ანხელი (53').

არბიტრი: ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.