|
არბელოა:"პრესა ხშირად უსამართლოა "რეალთან" მიმართებაში"
მადრიდის "რეალის" მცველმა, ალვარო არბელოამ, ესპანური პრესა გააკრიტიკა.
არბელოას თქმით, პრესა ხშირად ობიექტურად ვერ გადმოსცემს იმას, რაც ნამდვილად ხდება მადრიდულ გრანდში. "ესპანურ პრესაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს. ეს ეხება პრესას, რადიოს და ტელევიზიას. არიან პრესის ისეთი წარმომადგენლები, რომლებმაც არასწორი გზა აირჩიეს. მათ შეუძლიათ მაგალითად დაწერონ, რომ გრანერო არ მიიწვია ალბიოლმა დაბადების დღეზე, რადგან კარგი ურთიერთობა აქვს მოურინიოსთან. შემდეგ კი ჩნდება გრანეროს ფოტო, რომელიც ალბიოლის სახლიდან გამოდის. ან შეუძლიათ დაწერონ, რომ კასილასსა და რონალდუს შორის დავა მოხდა. კრიტიკა ცუდი თამაშის გამო უნდა მიიღო, მაგრამ პრესა უსამართლოა "რეალთან" მიმართებაში" – განაცხადა არბელოამ. ინფორმაციის წყარო: As.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE











