ბეილი: "ლა ლიგაში გამარჯვების მოსაპოვებლად "რეალი" უფრო სტაბილური უნდა იყოს"
გარეთ
ბეილმა ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რასაც კარიერის განმავლობაში განიცდის. ასევე, ლა ლიგაში მადრიდის "რეალის" საჩემპიონო შანსებიც განიხილა...
"საკლუბო დონეზე ზეწოლას მივეჩვიე. უბრალოდ, ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო. ეს უბრალოდ მეტი მუშაობის სტიმულს მაძლევს. ერთი ფეხბურთელი ყველა მატჩს ვერ მოიგებს. თავისი წვლილის შეტანა თითოეულს შეუძლია, მაგრამ მთავარი გუნდური თამაშია".
"მადრიდის "რეალი" უფრო სტაბილური უნდა იყოს. გასული სეზონი დიდი წარმატებით დავასრულეთ, მაგრამ სეზონის დასაწყისში და შუა ნაწილში უკეთესად უნდა ვითამაშოთ. საბოლოო ჯამში, ჩემპიონატს ყველაზე სტაბილური გუნდი იგებს. გასულ სეზონში ამასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ რაღაც მაინც დაგვაკლდა. თუმცა, მუშაობას გავაგრძელებთ. იმედი გვაქვს, სეზონის ბოლოს ლა ლიგის თასს აღვმართავთ".
"ჩემი კარიერისგან ის მსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო და იმდენად კარგად ვითამაშო, რამდენადაც ეს შემიძლია. ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ვუმიზნებ. ეს ჩვენთვის და მთელი ერისთვის დიდებული მოვლენა იქნება. უკვე ვთქვით, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა კარგია, მაგრამ უელსს მსხვილ ტურნირებზე თამაში მუდმივად სურს".
გარეთ ბეილმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" წლევანდელ სეზონში ყველა ტიტულის მოგებას შეეცდება, მაგრამ ერთი მათგანი ყველაზე სასურველია......
მადრიდის "რეალის" ექს-გენერალური დირექტორის ინტერვიუ......
გარეთ ბეილის პრესკონფერენცია......
"მალმიოს" თავკაცმა, ოგე ჰარეიდემ, მადრიდის "რეალთან" გასამართი გასვლითი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა......
გარეთ ბეილმა უელსის ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლის შანსებზე ისაუბრა......
×
ინფორმაცია
ჯგუფ
სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.