რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » 1-1: მორიგი ფრე. ეს უკვე სირცხვილია!

1-1: მორიგი ფრე. ეს უკვე სირცხვილია!

2-10-2016, 19:58
ავტორი: ZZ
ნახვა: 1231
კომენტარი: 2
საბეჭდი ვერსია
1-1: მორიგი ფრე. ეს უკვე სირცხვილია!
მადრიდის "რეალმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი დაასრულა ფრედ. ამჯერად, ლა ლიგის მეშვიდე ტურში საკუთარ მოედანზე "ეიბართან" (1:1)...

ანგარიში სტუმრებმა მეექვსე წუთზე გახსნეს. თავი ფრან რიკომ გამოიჩინა. "რეალმა" წონასწორობა მალევე აღადგინა. კრიშტიანუ რონალდუს პასით გარეთ ბეილმა მეტოქის კარი დალაშქრა.

მადრიდელებმა თამაშის ბოლომდე ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს და ბოლო ოთხ მატჩში ზედიზედ მეოთხე (!!!) ფრეს დასჯერდნენ.

ლა ლიგა, მეშვიდე ტური

სტადიონი "სანტიაგო ბერნაბეუ"


"რეალი"-"ეიბარი" 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 - ფრან რიკო (6'), 1:1 - ბეილი (17').

"რეალი": ნავასი, კარვახალი, პეპე, ვარანი (ნაჩო, 46'), დანილო, კოვაჩიჩი, კროოსი, ისკო (ასენსიო, 72'), ბეილი, კრიშტიანუ რონალდუ, ბენზემა (მორატა, 46').

"ეიბარი": რიესგო, კაპა, დოს სანტოსი, ლეჟენი, ლუნა, რიკო, ესკალანტე, გარსია, ლეონი (ადრიანი, 90+2'), პენა (ბებე, 87'), ენრიხი (კიკე გარსია, 76').

გაფრთხილებები: კარვახალი (44'), ბეილი (44'), მორატა (55'), კროოსი (73') - ესკალანტე (29'), გარსია (48'), ლეჟენი (57'), პენა (71'), რიკო (84').

არბიტრი: ხუან მარტინეს მუნუერა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (2)
Offline Offline zodiaqo 2 ოქტომბერი 2016 20:14
აროჩე რეალს ვბალეშიკობ დაახლოებით 10 წელია,ამაზე დიდი კრიზისებიც ყფილა გუნდში მაგრამ მაშინ რესურსი არ გვქონდა,ეხა 200 მილიონის სათადარიგო გვყავს,გვყავს ხამესი,რომელმაც დი მარია შეიწირა,მაგას სკამზე ტოვებ და შემოგყავს ასენსიო ვიღაც ცხვირმოუხოცავი,მაშინ როცა ყოფნა არყოფნის ბედი წყდება....დაცვა ნული,ნახევარდაცვა ნული,შეტევა ხო საერთოდ გულის ამრევია....ზიდანმა არაფერი არიცის ფეხბურთის,ყოველ შემთხვევაში ამ სეზონიდან გამომდინარე.ხედავ რო ძირითდის 5 ფეხბურთელი არ გყავს,და კიდევ თმაშობ 4 3 3....დაამუშავე რა 442 ტაქტიკა,თუ გაგეგება რამე....რონალდო ხო საერთოდ ნოლია,ტიპა ცარიელ კარში ვერ გაიტანა რამდენჯელმე,ბენზემა იმენა ყ..ე.ა...ბალეს კიდევ დაცვით ფუნქციებს ავალებენ მაშინ როცა ვერც რონალდო და ვერც ბენზემა ვერ თამაშბენ,ეს სისულელეა,უნდა დატვირთონ ბალე....რავი ვინც ითამაშა კოვაჩიჩა მარტო........გაუშვით ზიდანი და მოიყვანეთ კლოპი(თუ მოვიდა)ან კიდევ ანჩელოტს ვერავინ ჯობია....ეს ორივე ფანტაზიაა,მადრიდელებო ჩთვალეთ ეს 2 წელი ნულზე ვართ....ეს არავის ბრალი არაა გარდა ფლორენტინო პერესისა....ჰალა მადრიდ....იმედია ვცდებიკ

არადა წინა შეხვედრა 4 0 მოვუგეთ და ამაზე სუსტი შემადგენლობა გვყავდა
'
          1
Offline Offline ★ ♚ Adviser ♚ ★ 2 ოქტომბერი 2016 20:25
ციტატა: zodiaqo
გენაცვალე!

შარშანაც რაიმე განსხვავებულს ვთამაშობდით? ჩემპიონთა ლიგა კი მოვიგეთ, მარა ვოლფსბურგთან რის ვაი ვაგლახით გავედით, სიტის ორ მატჩში ერთი გოლი გავუტანეთ და ისიც ავტოგოლი, და ფინალში რათქმა უნდა ატლეტიკოს იღბალმა უკვე მეორედ შ*ცა. არ ვიცი მარტო მე ვაკვირდები თუ არა, მაგრამ 95% შეტევების არის ბურთის ფლანგზე ჩაგორება და იქიდან ჩაწოდება. მორჩა. ფანტაზია იწურება აქ. ზედიზედ 3-4 ზუსტი პასი შეტევაში მე არ მინახავს. ნახევარ დაცვასა და შეტევას შორის იმხელა სივრცეა რომ გრძელი პასი რომ არ გააკეთო ისე ბურთს ვერ ჩაიტან მეტოქის კარამდე, ან მოდრიჩი უნდა აიწყვიტოს რომ რამე მოხდეს. კე პასა ამიგოს ჰა? ზიდანი რომ მოვიდა ვიფიქრე აჰა და დაწყობილი, ელეგანტური ხედვის მქონდე მწვრთნელი გვეღირსა მეთქი. ვიცი რომ არ მოხდება მარა გუარდიოლაზე გუნდის-შემკვრელი მწვრთნელი მე არ ვიცი...

10 წელი არა მარა 6 წელია კი ვარ რეალის გულშემატკივარი და როგორ მინდა დაწყობილი კომბინაციური ფეხბურთი ვნახო მარა არ მეღირსა. შენი დედაც ჯეკ!
          2

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.