MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კოვაჩიჩი: "მზად ვარ მოდრიჩი შევცვალო"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 6-10-2016, 06:51
კოვაჩიჩი: "მზად ვარ მოდრიჩი შევცვალო"

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, მატეო კოვაჩიჩმა, კოსოვოსა და ფინეთთან გასამართი დაპირისპირებების წინ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განმარტა, თუ რა გზით აპირებს ტრავმირებული ლუკა მოდრიჩის შეცვლას "სამეფო კლუბის" და ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში...

კოვაჩიჩმა მაშინვე აღნიშნა, რომ აზრი იმის შესახებ, რომ ის მოდრიჩის შეცვლას შეძლებს, თავად ლუკას ეკუთვნის:

"მოდრიჩი მაშინვე მოვინახულე, როგორც კი ტრავმა მიიღო და მან მითხრა, რომ მისი შეცვლისთვის მოვმზადებულიყავი. თუმცა, ვაცნობიერებ, რომ რეალურად ლუკას ჩანაცვლება ძალიან რთულია, რადგან მას საფეხბურთო მინდორზე უნიკალური რაღაცების გაკეთება შეუძლია, რაც მეეჭვება სხვამ გაიმეოროს".

"ძალიან მიხარია, რომ "რეალის" რიგებში მეორე სეზონს ვატარებ. ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს".


ამასთან ერთად, გასული სეზონის მიწურულს, მატეო "რეალის" დატოვებასთან ახლოს იყო. თუმცა, მისმა ქმედებებმა, უპირველეს ყოვლისა კი შვებულების ნაადრევად შეწყვეტამ, ზინედინ ზიდანი დაარწმუნა იმაში, რომ რაფა ბენიტესის ინიციატივით შეძენილი ფეხბურთელი გუნდში უნდა დაეტოვებინა.
zodiaqo 6 ოქტომბერი 2016 08:01

yvelaze kargi xar am sezonSi realSi,yvelaze mondomebuli,da mondomebac dagifasdeba...lukitos shecvli

მოდრიჩს და კოვაჩიჩს ნაკრებში უხმეს

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანტე ჩაჩიჩმა, კოსოვოსა და ფინეთთან გასამართი მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა......

იარნი: ""რეალი" მოდრიჩის გარეშე სხვა გუნდია"

ხორვატიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, რობერტ იარნიმ აღნიშნა, რომ ლუკა მოდრიჩი "რეალისთვის" და ხორვატიის ნაკრებისთვის შეუფასებელია....

მატეო კოვაჩიჩი იუბილარია

ხორვატ ნახევარმცველს იუბილე აქვს......

კოვაჩიჩი და მოდრიჩი ნაკრებიდან გაათავისუფლეს

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველები, მატეო კოვაჩიჩი და ლუკა მოდრიჩი, ნოემბერში ხორვატიის ნაკრების მიერ გასამართ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებენ......

მოდრიჩი: "კოვაჩიჩი ორ წელიწადში "ოქროს ბურთს" მოიგებს"

ლუკამ თანამემამულეს შეძენაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.