რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მანოლასი: "კრიშტიანუ რონალდუ ფენომენია. მას ყველაფერი აქვს"

მანოლასი: "კრიშტიანუ რონალდუ ფენომენია. მას ყველაფერი აქვს"

9-10-2016, 23:59
ავტორი: ZZ
ნახვა: 562
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მანოლასი: "კრიშტიანუ რონალდუ ფენომენია. მას ყველაფერი აქვს"
"რომას" მცველმა, კოსტას მანოლასმა, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რომელი ფორვარდების წინააღმდეგ გაუჭირდა თამაში ყველაზე მეტად...

"მესი? ის სუფთა ფორვარდი არ არის. მას პერსონალურად არ ვმეურვეობდი. ამიტომ, მას ჩემს რეიტინგში მეხუთე ადგილს მივანიჭებ".

"იბრაჰიმოვიჩს ბუნებრივი სიძლიერე აქვს. რეალურად მისი შეჩერება შეუძლებელია, რადგან საოცარი ფიზიკური მონაცემები აქვს".

"გასულ სეზონში ლუის სუარესის წინააღმდეგ ვითამაშე. ეს ფეხბურთელი მუდამ გოლზე დაგეშილია. სუარესი ძალიან აქტიურია და შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაში ეფექტურია. მისი შეჩერება რთულია".

"ბენზემაც რთული მეტოქეა. ის სრულყოფილი ფორვარდია, ფიზიკურად ძლიერია და ტექნიკური".

"კრიშტიანუ რონალდუ ფენომენია. მას ყველაფერი აქვს - დრიბლინგი, მეტოქის კარზე დაგეშილობა, ფიზიკური მონაცემები".

"გასულ სეზონში რონალდუს "რომასთან" მატჩში მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდა და ორივე გამოიყენა"
- განაცხადა მანოლასმა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.