MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ფლორენტინო პერესი: "რონალდუ უკვე "რეალის" და ფეხბურთის ლეგენდაა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 23-10-2016, 20:31
ფლორენტინო პერესი: "რონალდუ უკვე "რეალის" და ფეხბურთის ლეგენდაა"

ფლორენტინო პერესმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრიშტიანუ რონალდუ და ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალისთვის"...

კრიშტიანუ რონალდუ

"გასულ სეზონში ის კვლავ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კრიშტიანუ ოთხი "ოქროს ბუცის" ერთადერთი მფლობელია. რონალდუ 369 გოლით "რეალის" საუკეთესო ბომბარდირია. ის უკვე მადრიდიზმის და ფეხბურთის ლეგენდაა".

ზიდანი

"ის "რეალის" სიმბოლო და ისტორიის ნაწილია. ჩემი ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც ძალიან ვამაყობ, ის არის, რომ ზიდანი ჯერ ფეხბურთელად მოვიწვიე, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად. მან "რეალში" ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთელის, მწვრთნელის ასისტენტის და მთავარი მწვრთნელის რანგში მოიგო".

რაფა ბენიტესი

"მას "რეალისადმი" გამოჩენილი სიყვარულისადმი მადლობას ვუხდი, რომელსაც ყოველთვის ავლენდა".

ფინანსები

"ჩვენ ისტორიული ბარიერი 600 მლნ. ევრო გადავლახეთ. კლუბის შემოსავალმა 620 მლნ. ევრო შეადგინა. "Forbes"-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად კვლავ ჩვენ მიგვიჩნევს".

რონალდუ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

მადრიდის "რეალის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ, გუნდს უნდესიმას მოგებაში დაეხმარა და გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა......

ზიდანი "რეალთან" ერთად ისტორიის შექმნას აგრძელებს

ფრანგი პირველი მადრიდისტაა, რომელმაც ევროპის სუპერთასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიგო......

ზიდანი ისტორიას ქმნის

ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში წარმატებულ სვლას აგრძელებს. ფრანგი, რომელმაც შუა სეზონში რაფა ბენიტესი ჩაანაცვლა, გუშინდელი მატჩის შემდეგ, "რეალის" ისტორიაში შევიდა......

ფლორენტინო პერესი: "ზიდანი ამ სამუშაოსთვის კარგადაა მომზადებული"

ფლორენტინო პერესმა რაფა ბენიტესის გათავისუფლებასა და ზინედინ ზიდანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ ისაუბრა......

პერესი: "რონალდუ "რეალში" ყველა რეკორდის დასამხობად და ყველა პრიზის მოსაგებად გადმობარგდა"

ფლორენტინო პერესმა ცერემონიაზე კრიშტიანუ რონალდუს მეოთხე "ოქროს ბუცის" მოგება მიულოცა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.