|
ანხელ დი მარია – ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტი
"რეალის" არგენტინელმა ნახევარმცველმა იგივე ნიჭი წარმოაჩინა, რაც ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუმ. "ლა როსალედაზე" ორი საგოლე გადაცემის გაკეთების შემდეგ, ანხელიტო ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტთა დავას ჩაუდგა სათავეში.
დი მარიას ანგარიშზე 5 საგოლე პასია, რამდენიც კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის აქვთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ანხელიტოს ცოტა დრო დასჭირდა ამ შედეგის მისაღწევად. საერთო ჯამში არგენტინელმა მოედანზე 440 წუთი გაატარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ 88 წუთში აკეთებს შედეგიან გადაცემას. კრიშტიანუს და მესის შესადარებლად, კიდევ 44 წუთია საჭირო. საუკეთესო ასისტენტთა შორის გერმანელი მესუთ იოზილიცაა, რომლის ანგარიშზეც 4 შედეგიანი გადაცემაა. საშუალოდ მესუთი საგოლე პასს ყოველ 125 წუთში აკეთებს. დი მარიას ახალი ტალანტის აღმოჩენა, უარყოფს ყველა მის პრობლემას, რაც "რეალში" გადმოსვლისას ჰქონდა: ინდივიდუალური მოქმედება, ბურთის დიდი ხნით ფლობა და თავაწეული თამაში. არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა "მალაგასთან" 22–წუთიან ინტერვალში, გონსალო იგუაინსა და კრიშტიანუ რონალდუს საგოლე გადაცემები გაუკეთა. პირველი თავისი საგოლე გადაცემა ანხელიტომ "სარაგოსასთან" მატჩში გააკეთა, სეზონის სტარტზე. ის რონალდუს დაეხმარა გატანაში, რომელმაც ანგარიში 0:4 გახადა. 9 დღის წინ, დი მარია იგუაინს დაეხმარა "ბეტისთან" მეორე და მესამე გოლების გატანაში. სწორედ იგუაინი ითვლება დი მარიას ადრესატად არამარტო კლუბში, არამედ ნაკრებშიც. ინფორმაციის წყარო: As.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: madridista girl, თარიღი: 25-10-2011 13:41, კომენტარი: 3958, სიახლე: 3
ავტორი: beqalomta12, თარიღი: 25-10-2011 15:55, კომენტარი: 391, სიახლე: 0
ავტორი: spain_reali, თარიღი: 25-10-2011 17:15, კომენტარი: 412, სიახლე: 0
ავტორი: madridista girl, თარიღი: 25-10-2011 17:51, კომენტარი: 3958, სიახლე: 3
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
















--------------------