MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ნაჩო: "ვიმედოვნებ, ერთხელაც სეზონში 60 მატჩს ჩავატარებ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 2-11-2016, 14:44
ნაჩო: "ვიმედოვნებ, ერთხელაც სეზონში 60 მატჩს ჩავატარებ"

ნაჩო ფერნანდესმა "ლეგიასთან" გასამართი გასვლითი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...

"ეს რთული მატჩი იქნება. სტუმრად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ვითამაშებთ. უცნაური იქნება, მაგრამ მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ. ბევრი ჩვენთაგანისთვის პირველი შემთხვევა იქნება, როცა ცარიელ სტადიონზე ვითამაშებთ".

ძირითადში თამაში

"გუნდში თამაშის სურვილი ყველას აქვს, მაგრამ "რეალში" მაღალი კონკურენციაა, რაც ძალიან რთულია. ჩვენი სურვილია მწვრთნელს საუკეთესოების ამორჩევა გაუჭირდეს. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელისთვის ყოველ კვირას თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მზად ვარ ნებისმიერ მომენტში ვითამაშო. ამისათვის თითოეულ ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯები. მსურს მწვრთნელის მიერ ბოძებული შანსები გამოვიყენო".

სიმშვიდე

"მშვიდად ვარ, რადგან მშობლიურ კლუბში ვიმყოფები. რა თქმა უნდა, ყველა მატჩში მონაწილეობის მიღება მსურს, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ "რეალში" ვარ. ყოველ წელს ჩემი მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ თუ შევამჩნევ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება, გადაწყვეტილებას მივიღებ, ახლა კი მშვიდად ვარ".

"ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ვცდილობ ყოველ სეზონში რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩავატარო. ვიმედოვნებ, ერთხელაც სეზონში 60 მატჩს ჩავატარებ".

უსაფრთხოება სტადიონზე

"აქ უსაფრთხოების მაღალი ზომებია მიღებული და ფეხბურთელები ამაში არ უნდა ჩაერიონ. მშვიდად ვართ, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ".

ზიდანი: "ბენზემა თუ მორატა? პასუხი ისეთივე იქნება, როგორც ყოველთვის"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "ლეგიასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "კრიშტიანუს ცვლილება? გადაწყვეტილება ფეხბურთელის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ნავასი: "ამ კლუბის გერბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯებით"

კეილორ ნავასმა "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ხამესი ამ კვირაში სათამაშოდ მზადაა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 21-ე ტურში სევილიურ "ბეტისთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ნაჩო: ""რეალისთვის" თითოეული მატჩი ფინალივითაა"

ნაჩო ფერნანდესმა დენის ჩერიშევთან ერთად "ადიდასის" მიერ ორგანიზებულ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. კანტერანომ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

17.02.2019 15:00


1 - 2

13.02.2018 00:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.