|
"ლიონთან" გასამართი მატჩისთვის მზადება დაწყებულია
სიახლეები, ჩემპიონთა ლიგა / 31-10-2011, 17:31
გრანეროს დაბრუნება მთავარი სიახლე იყო. ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით 21 ფეხბურთელი ვარჯიშობდა.
![]() "ანოეტაზე" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "რეალმა" კვირას დაისვენა, დღეს კი ვარჯიშებს დაუბრუნდა და ოთხშაბათს, "ლიონთან" გასამართი მატჩისთვის მზადება დაიწყო. მოგების შემთხვევაში, "რეალი" პლეი–ოფის საგზურს მოიპოვებს. ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იყო, მათ შორის "კასტილიელი" ტომას მეხიასი.მარჯვენა ფეხის ტრავმა მოირჩინა ესტებან გრანერომ და გუნდს დაუბრუნდა. ![]() ვრცლად ვარჯიშის შესახებ: პირველ ჯგუფში სერხიო რამოსი, პეპე, კოენტრაუ, ლასი, ჩაბი ალონსო, დი მარია, კრიშტიანუ რონალდუ და გონსალო იგუაინი იყვნენ. ისინი რუი ფარიას მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდნენ. თავიდან ვარჯიში გახურებით დაიწყო, შემდეგ კი ყველა შეუდგა სრული დატვირთვით მუშაობას. ![]() გრანერო, რომელიც პარასკევს განცალკევებით ვარჯიშობდა, დღეს გუნდს დაუბრუნდა და ვარანთან, მარსელოსთან, ალბიოლთან, ხედირასთან, კალეხონთან, ალტინტოპთან, შაჰინთან, იოზილსა და ბენზემასთან ერთად ვარჯიშობდა. გახურების შემდეგ, მათაც მიეცათ დავალებები. ![]() კასილასს, ადანს და ტომას მეხიასს, სილვინო ლოურო ავარჯიშებდა. სამივე მეკარე ინტენსიურად მუშაობდა ბურთთან ერთად. კაკა და არბელოა ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშობდნენ. ამავდროულად, რიკარდუ კარვალიუ რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა. ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: dimaria, თარიღი: 31-10-2011 17:40, კომენტარი: 235, სიახლე: 0
ავტორი: beqalomta12, თარიღი: 31-10-2011 17:42, კომენტარი: 391, სიახლე: 0
ავტორი: spain_reali, თარიღი: 31-10-2011 17:46, კომენტარი: 412, სიახლე: 0
ავტორი: dimaria, თარიღი: 31-10-2011 17:49, კომენტარი: 235, სიახლე: 0
ავტორი: spawn, თარიღი: 31-10-2011 18:44, კომენტარი: 2217, სიახლე: 0
ავტორი: jinjo, თარიღი: 31-10-2011 19:42, კომენტარი: 5456, სიახლე: 0
ავტორი: Mr.MaRcELo, თარიღი: 31-10-2011 20:11, კომენტარი: 6, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE





















