რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მენდეში: "მხოლოდ რონალდუს შეუძლია "ოქროს ბურთის" მოგება. ის ისტორიაში საუკეთესოა"

მენდეში: "მხოლოდ რონალდუს შეუძლია "ოქროს ბურთის" მოგება. ის ისტორიაში საუკეთესოა"

11-11-2016, 21:10
ავტორი: ZZ
ნახვა: 584
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მენდეში: "მხოლოდ რონალდუს შეუძლია "ოქროს ბურთის" მოგება. ის ისტორიაში საუკეთესოა"
კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა, თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა...

"კრიშტიანუმ ფანტასტიური სეზონი ჩაატარა. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 16 გოლი გაიტანა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. პორტუგალია იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ ტრიუმფი უბრალოდ მოულოდნელობა იყო".

"მე პირადად "ოქროს ბურთის" და FIFA-ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის თაობაზე ეჭვები არ მაქვს. ვფიქრობ, ამ პრიზების მოგება მხოლოდ ერთ ფეხბურთელს შეუძლია და ეს ფეხბურთელი რონალდუა. გასულ სეზონში ის სხვა დანარჩენებს საგრძნობლად აღემატებოდა".

"კრიშტიანუ მებრძოლია, რომელიც ყოველდღე თავდაუზოგავად შრომობს. ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია"
- განაცხადა მენდეშმა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.