რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მარკო ასენსიო "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროში მოექცა

მარკო ასენსიო "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროში მოექცა

13-11-2016, 00:05
ავტორი: ZZ
ნახვა: 624
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მარკო ასენსიო "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროში მოექცა
ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებით დაინტერესებას აგრძელებს. მას შემდეგ, რაც იტალიელებმა ისკო ალარკონისა და ხამეს როდრიგესის ტრანსფერები ვერ გაჩარხეს, ახლა მარკო ასენსიოს გადაბირებაზე ზრუნავენ...

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, "ბებერი სენიორა" "რეალის" ფეხბურთელებზე ნადირობას აგრძელებს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ტურინელები ხამეს როდრიგესის შეძენას გეგმავდნენ, რომელიც მადრიდულ გრანდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა, მაგრამ ნათელი იყო, რომ "იუვეს" ხამესის გადასაბირებლად დიდძალი თანხის გაღება მოუწევდა. "რეალმა" თავის დროზე კოლუმბიელში 75 მლნ. ევრო გადაიხადა.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იტალიელები ისკოსთან შეთანხმებას აპირებდნენ, რომელსაც "რეალის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ "იუვენტუსში" გადაბარგებაზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა, ხოლო ზინედინ ზიდანმა აღნიშნა:

"ისკო არ იყიდება. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მასზე იმედებს ვამყარებთ".

საბოლოოდ, "იუვენტუსმა" "რომადან" მირალემ პიანიჩი შეიძინა.

ახლა ტურინელები "სამეფო კლუბის" კიდევ ერთ ფეხბურთელს აკვირდებიან. საუბარია მარკო ასენსიოზე. "ბებერი სენიორა" ასენსიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგებული პოლ პოგბას შემცვლელად მოიაზრებს. ჯერჯერობით "იუვემ" ფრანგის წასვლის შემდეგ წარმოქმნილი სიცარიელე ვერ შეავსო. შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ პოგბას გაყიდვით ტურინელებმა დიდძალი ფული მიიღეს და არაა გამორიცხული, "რეალს" ესპანელი ტალანტის სანაცვლოდ სოლიდური თანხა შესთავაზონ.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.