MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: ""ოქროს ბურთი"? ვფიქრობ, ყველა კითხვას პასუხი გაეცა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 20-11-2016, 22:57
ზიდანი: ""ოქროს ბურთი"? ვფიქრობ, ყველა კითხვას პასუხი გაეცა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-12 ტურში "ატლეტიკოსთან" (0:3) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

თამაში

"არ ვიცი, იყო თუ არა ეს საუკეთესო მატჩი ჩემი "რეალში" მუშაობისას. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან რთული მეტოქის წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. დღევანდელ მატჩში კარგი დებიუტი გვქონდა. დამაჯერებლად ვიასპარეზეთ. გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ სტადიონზე ბევრს არ შეუძლია ამ ანგარიშით გამარჯვება. მერწმუნეთ, ეს არცთუ ისე იოლია. ლოგიკურია, რომ მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში "ატლეტიკომ" ძლიერი ზეწოლა განახორციელა, მაგრამ ამას გავუმკლავდით. ერთ მუშტად შეკრულები ვიყავით და ბურთს იშვიათად ვკარგავდით. ჩვენი წარმატების საწინდარი სწორედ ეს გახდა".

ისკოს თამაში

"შეუძლებელია კრიშტიანუს ჰეთ-ტრიკი და ისკოს დიდებული თამაში არ აღვნიშნო. ვფიქრობ, პირველ ტაიმში მას ბურთი საერთოდ არ დაუკარგავს და გუნდს ყველა სათამაშო ასპექტში წარმატება მოუტანა".

სათამაშო სქემა

"გარეთ ბეილი მარცხნივ თამაშობდა, ლუკას ვასკესი მარჯვნივ, ხოლო ისკო რონალდუს უკან. ამ სქემამ სრულად გაამართლა. მართალია, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია. ახლა მთავარია იგივე ტემპში სვლა გავაგრძელოთ".

"ვისენტე კალდერონი"

"ეს შესანიშნავი არენა ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების მეხსიერებაში მუდამ დარჩება. მე კი მიხარია, რომ დღეს აქ გამარჯვება შევძელით. ეს ბევრს არ შეუძლია".

ისკო და კაზემიროს მინდორზე დაბრუნება

"დღეს, არ მსურს პრობლემებზე ვისაუბრო და იმაზე, თუ როდის დაბრუნდება კაზემირო მინდორზე. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დღეს ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ, ხოლო ისკომ უმაღლეს დონეზე იასპარეზა. გუნდი მხოლოდ 11 ფეხბურთელისგან არ შედგება. ეს უფრო მეტია. სეზონი ხანგრძლივია და თამაშის შანსს ყველა მიიღებს. მაგალითად, დღევანდელ მატჩში სერხიო რამოსი თადარიგში დარჩა და ნაჩომ ითამაშა, რომელმაც თავი ჩინებულად წარმოაჩინა".

ლა ლიგა

"დღეს მნიშვნელოვანი და ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ეს გამარჯვებაზე მეტია. მთავარია, მოგებათა სერია გავაგრძელოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე და ლა ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება".

სერხიო რამოსი

"ის არ ვათამაშე, რადგან ვფიქრობ, ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. ჩემი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ქვეშ არ დავაყენო".

კრიშტიანუ ცენტრფორვარდის როლში

"არ ვაპირებ ის მუდმივად ამ პოზიციაზე ვათამაშო. ეს მისი პოზიცია არ არის. დღეს კრიშტიანუ ცენტრფორვარდად საჭიროების მიხედვით გამოვიყენეთ. ამასთან ერთად, რონალდუ ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად გრძნობს და მუდამ მზადაა შეტევაში ითამაშოს".

მოედნის ცენტრი

"მოედნის ცენტრში საკმაოდ გაგვიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ისკომ, მოდრიჩმა და კოვაჩიჩმა თავიანთ მოვალეობებს თავი კარგად გაართვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა სქემამ გაამართლა, მაგრამ ახლა მომდევნო კვირაზე უნდა ვიფიქროთ".

"ოქროს ბურთი"

"არასდროს მეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ რონალდუ "ოქროს ბურთის" მოგების ერთადერთი პრეტენდენტია. ვფიქრობ, დღევანდელი მატჩის შემდეგ ყველა კითხვას პასუხი გაეცა".

ზიდანი: "რონალდუმ კარიერა აქ უნდა დაასრულოს"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-11 ტურში "ლეგანესთან" (3:0) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "თუ სირთულეებს ვერ გადალახავ, ლა ლიგას ვერ მოიგებ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-10 ტურში "ალავესთან" (1:4) მოპოვებული გასვლითი გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "მეოთხე გოლს განმეორებით ვნახავ, რათა სიამოვნება მივიღო"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-8 ტურში "ბეტისთან" (1:6) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ლუკასი: "ვფიქრობ, ეს ხამესის ბოლო მატჩი არ ყოფილა"

ლუკას ვასკესის, ტონი კროოსის, დანი კარვახალისა და მარიანო დიასის მატჩისშემდგომი კომენტარები......

ზიდანი: "ბეილს რონალდუს დონეზე თამაში შეუძლია"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 36-ე ტურში " რეალ სოსიედადთან" (0:1) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ლიდერს ერთი ქულით ჩამოვრჩებით და ეს არის მთავარი"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 33-ე ტურში "ხეტაფესთან" (1:5) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ლა ლიგის მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით"

ზინედინ ზიდანმა "მალაგასთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ყველაზე მთავარი გუნდის განწყობაა"

ზინედინ ზიდანმა ლა-კორუნიის "დეპორტივოსთან" (5:0) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.