MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "არავის დადანაშაულება არ ღირს, რადგან შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, სამეფო თასი თარიღი: 26-01-2017, 19:23
ზიდანი: "არავის დადანაშაულება არ ღირს, რადგან შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ"

ზინედინ ზიდანი სამეფო თასის მეოთხედფინალში "სელტასთან" (2:2) გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა...

"პირველი ტაიმის 35 წუთი კარგად ჩავატარეთ და მას შემდეგ, რაც მეტოქე დაწინაურდა, არ დავნებდით და ბოლომდე ღირსეულად ვიასპარეზეთ. ისღა დამრჩენია ყველას მივულოცო, რადგან შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. დღეს არავის დადანაშაულება არ ღირს. დისციპლინირებულად ვმოქმედებდით, მაგრამ საწყენია, რომ დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ".

"ვიმეორებ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. ტურნირს გამოვეთიშეთ და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ყველამ კარგი შეხვედრა ჩაატარა. ბოლოს დრო დაგვაკლდა. შანსები გვქონდა, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო. ახლა უნდა დავისვენოთ და ორ ტურნირზე გადავერთოთ".


ქარიმ ბენზემა და ალვარო მორატა

"ისინი მწყობრში არიან. მე უბრალოდ გუნდზე და სამომავლო გეგმებზე ვარ კონცენტრირებული. სათასო დაპირისპირებაში წაგება არავის მოსწონს. ჩვენ წინსვლას გავაგრძელებთ და თუ ასე ვიასპარეზეთ, ორივე ტურნირის მოსაგებად ბოლომდე ვიბრძოლებთ".

"ვფიქრობ, ერთ მუშტად შეკრულები ვიყავით. ორივე გოლი სტანდარტული სიტუაციებიდან გავიტანეთ. გუნდი ტაქტიკურად გამართულად მოქმედებდა და მეტოქეზე ზეწოლას ანხორციელებდა. ვიგრძენი, რომ ვიცოდით, რას ვაკეთებდით. მატჩის ბოლომდე სწორი ტაქტიკით ვითამაშეთ".


გუნდი

"ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, რომ დავისვენოთ და ყურადღება მომავალზე გადავიტანოთ. ჩვენ ორ ტურნირზე ისევ ვმონაწილეობთ. ამაზე არ უნდა შევჩერდეთ".

რეალიზაცია

"ამის თაობაზე საერთოდ არ ვღელავ. კარის აღების შანსები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ საქმის ვითარებას შევცვლით. თუ მუშაობას გავაგრძელებთ, ბევრს მივაღწევთ".

მარსელო: "საპასუხო მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ"

მარსელო, კაზემირო და კასილია "სელტასთან" (1:2) განცდილი მარცხის შემდეგ......

პეპე: ""რეალი" ძალიან მიყვარს და ჩემი მიზანი კარიერის მადრიდში დასრულებაა"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების კომენტარები "ლეგიასთან" (5:1) მატჩის შემდეგ......

ზიდანი: "ეს ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ მეტს ვიმსახურებდით"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" (2:2) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ასენსიო: "მეორე გაშვებული გოლის დროს არ გაგვიმართლა"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები "ლას-პალმასთან" (2:2) მატჩის შემდეგ......

ისკო: "დღევანდელი მატჩითა და გამარჯვებით კმაყოფილები ვართ"

ისკო ალარკონი, მარსელო, ლუკას ვასკესი და კეილორ ნავასი "ხეტაფესთან" (1:5) მატჩის შემდეგ......

ზიდანი: "ლა ლიგის მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით"

ზინედინ ზიდანმა "მალაგასთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.