რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » კრიშტიანუ რონალდუს 32 წელი შეუსრულდა

კრიშტიანუ რონალდუს 32 წელი შეუსრულდა

5-02-2017, 03:17
ავტორი: ZZ
ნახვა: 896
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
კრიშტიანუ რონალდუს 32 წელი შეუსრულდა
კრიშტიანუ რონალდუ იუბილარია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს 32 წელი შეუსრულდა...

პორტუგალიელმა "რეალთან" ერთად 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერთასი, 1 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი და 1 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

რონალდუსთვის 2016 წელი კარიერაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. მან პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამის შემდეგ მან ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიგო: კარიერაში მეოთხე "ოქროს ბურთი", FIFA-სგან "The Best"-ის პრიზი, UEFA-სგან წლის საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელის ჯილდო მეორედ გადაეცა. გარდა ამისა, პორტუგალიელი სხვადასხვა ინდივიდუალური ჯილდოებსაც დაეპატრონა.

მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
რონალდუ, რომელიც 1985 წლის 5 თებერვალს ფუნშალში (პორტუგალია) დაიბადა, "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია: 385 გოლი 373 მატჩში. თავისი საოცარი ბომბარდირული თვისებების წყალობით, კრიშტიანუ ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, რომელსაც ოთხი "ოქროს ბუცი" აქვს მოგებული. აქედან 3 "რეალში", 1 "მანჩესტერ იუნაიტედში". წლევანდელ სეზონში რონალდუს 20 გოლი აქვს გატანილი: 13 ლა ლიგაში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და 1 სამეფო თასზე.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline teimuraztsinadze 5 თებერვალი 2017 12:30
kristii gilocaav :D
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.