MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ხედირა: "მტკივნეულია, როცა მესმის, რომ "რეალი" ფულის გამო დავტოვე"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 14-06-2015, 14:28
ხედირა: "მტკივნეულია, როცა მესმის, რომ "რეალი" ფულის გამო დავტოვე"

ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეულმა სამი ხედირამ განაცხადა, რომ მადრიდული გრანდი ფულის გამო არ დაუტოვებია...

"მტკივნეულია, როცა მესმის, რომ "რეალი" ფულის გამო დავტოვე. ტურინულ კლუბში იმის გამო არ გადავბარგებულვარ, რომ უფრო მომგებიანი კონტრაქტი შემომთავაზეს".

"მადრიდის "რეალი" სოლიდურ კონტრაქტს მთავაზობდა, რომლის მიხედვითაც დროთა განმავლობაში უფრო მეტ ხელფასს მივიღებდი, მაგრამ წასვლა ფულის გამო არ გადამიწყვეტია".

"ერთ მომენტში ჩემს აგენტ იორგ ნოიბაუერს, რომელიც "რეალის" დიდი გულშემატკივარია, ვუთხარი, რომ გუნდის გამოცვლა მსურდა".

"დავიღალე, რადგან ბოლოსდაბოლოს, ეს ჩემთვის სერიოზული სტრესი იყო, მაგრამ ეს საოცარი ხუთი წელიწადი მუდამ მემახსოვრება".

"შეუძლებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით "სამეფო კლუბის" პოპულარობა აღწერო. "რეალი" მაგნიტივითაა. გუნდთან ერთად სადაც არ უნდა წახვიდე, მუდამ ათასობით ადამიანი შეიკრიბება".

"ეს ჩემი გამოცდილებიდან მივხვდი. შვებულებაში გასვლისას ვცდილობდი რაც შეიძლება შორს წავსულიყავი, მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ადამიანები მუდმივად მცნობდნენ"
– განაცხადა ხედირამ.
zura7 14 ივნისი 2015 15:33

Ra qnas martalia...sheudzia am kacs sastartoshi Tamashi Da...

ხედირა: "შესანიშნავ ფორმაში ვიყავი, მაგრამ არ მათამაშებდნენ"

გერმანელმა ნახევარმცველმა "სამეფო კლუბს" შეუტია......

ხედირა; ""რეალთან" განშორება ემოციური გამოდგა"

სამი ხედირამ, რომელიც "რეალიდან" "იუვენტუსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, აღიარა, რომ "სამეფო კლუბთან" განშორება გაუჭირდა......

მოდრიჩი: "ვწუხვარ, რომ გუნდს სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე დავაკლდი"

ხორვატი ნახევარმცველი იმედგაცრუებულია იმით, რომ ტრავმა სეზონის გადამწყვეტ მომენტში მიიღო......

სამი ხედირა: "მადრიდის "რეალი" მომენატრება"

"ხეტაფესთან" მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, მადრიდის "რეალის" გერმანელმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ სოციალურ ქსელში "სამეფო კლუბის" გასახდელში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და გულის ამაჩუყებელი სათაური გაუკეთა, რომელშიც...

ხედირა: "ჯერჯერობით კონტრაქტი არცერთ გუნდთან არ გამიფორმებია"

სამი ხედირამ ჯერჯერობით არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.