რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » "რეალმა" შესაძლოა ალექს სანდრო გადაიბიროს

"რეალმა" შესაძლოა ალექს სანდრო გადაიბიროს

16-05-2015, 01:30
ავტორი: ZZ
ნახვა: 1135
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"რეალმა" შესაძლოა ალექს სანდრო გადაიბიროს
სეზონის დასრულების შემდეგ, "პორტუს" მარცხენა მცველი ალექს სანდრო შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადაბარგდეს...

მადრიდული გრანდი 24 წლის ბრაზილიელში ფაბიუ კოენტრაუს შემცვლელს ეძებს, რომელიც დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.

"რეალის" წარმომადგენლები გასულ კვირაში პორტუგალიას სტუმრობდნენ და როგორც ჩანს, "დრაკონების" ხელმძღვანელობასთან მარცხენა მცველის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები აწარმოეს.

კონტრაქტში ალექს სანდროს გამოსასყიდ თანხად 50 მლნ. ევროა მითითებული. თუმცა, ბრაზილიელს "პორტუსთან" კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. ტრანსფერი 18 მლნ. ევროდ ფასობს.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ "სამეფო კლუბმა" "პორტუდან" მარჯვენა მცველი დანილო შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, "რეალს" ბრაზილიელის ტრანსფერი 31,5 მლნ. ევრო დაუჯდა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.