რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ისკოს საგოლე გადაცემები

ისკოს საგოლე გადაცემები

21-02-2017, 12:16
ავტორი: ZZ
ნახვა: 569
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ისკოს საგოლე გადაცემები
ესპანელმა ნახევარმცველმა "ესპანიოლთან" მატჩში ასისტენტობა ალვარო მორატას და გარეთ ბეილს გაუწია...

კიდევ ერთი სეზონი, სადაც ისკო ალარკონი მოედნის შესანიშნავ ხედვას ამჟღავნებს და თანაგუნდელებს გოლების გატანაში ეხმარება. ესპანელმა ლა ლიგის განვლილ ტურში "ესპანიოლთან" (2:0) გამართულ მატჩში მორატასა და ბეილს ასისტენტობა გაუწია, ქვეყნის პირველობაზე კი მეოთხე საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ასევე, ისკომ საგოლე გადაცემა ბილბაოს "ატლეტიკთან" და "ლეგანესთან" მატჩებში გააკეთა. მან ქარიმ ბენზემას და გარეთ ბეილს გაატანინა.

ბომბარდირი
თავისი საგოლე გადაცემების გარდა, ისკომ წლევანდელ სეზონში 5 გოლის გატანა მოახერხა. მან "ბეტისთან" და "გრანადასთან" შეხვედრებში დუბლი გაიფორმა, გასულ კვირაში კი "ოსასუნასთან" (1:3) გამართულ გასვლით მატჩში 1 გოლი ჩაიწერა აქტივში.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.