MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "თუ გავიმარჯვებთ, სამ ქულას მოვიპოვებთ. მეტი არაფერი"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 22-02-2017, 01:44
ზიდანი: "თუ გავიმარჯვებთ, სამ ქულას მოვიპოვებთ. მეტი არაფერი"

ზინედინ ზიდანმა "ვალენსიასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

მოახლოვებული მატჩი

"ყოველთვის ერთი და იგივეს ვამბობ: ვიცით, რომ ლა ლიგა რთული ტურნირია. დიახ, ახლა თებერვალია და კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ ვიცით, რამდენად რთულია ყოველი მატჩი. მათ შორის ხვალინდელიც. ამ მატჩს მხოლოდ ჩვენ და "ვალენსია" ჩავატარებთ, მაგრამ ის ლა ლიგის სხვა წარმომადგენლებისთვისაც მნიშვნელოვანია".

გამარჯვების მნიშვნელობა

"თუ გავიმარჯვებთ, სამ ქულას მოვიპოვებთ. მეტი არაფერი. "ვალენსია" ბოლო პერიოდში უკეთ გამოიყურება. ისინი ადრეც კარგად თამაშობდნენ, მაგრამ საჭირო შედეგს ვერ აღწევდნენ. ეს კარგი გუნდია და ვაცნობიერებთ, რომ მათ ტერიტორიაზე რთული შეხვედრა გველოდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მხოლოდ სამი ქულაა და მეტი არაფერი".

როტაციები და ტრანსფერები

"მე და ფეხბურთელებს გვახარებს ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. არ ვიცი, რა მოხდება ივლისში და ვფიქრობ, ამაზე არც ფეხბურთელები ფიქრობენ. მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. ახლა ეს მნიშვნელოვანი არ არის".

ისკოს ეჭვები

"მას უნდა გავუგოთ. თქვენ ყოველთვის კითხვას უსვამთ და ისიც მოკრძალებით გპასუხობთ. შესანიშნავად იცით, რასაც ვფიქრობ ისკოზე. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც 20-25 მატჩს ატარებს, მაგრამ თუ ის ხვალ მინდორზე არ გავა, ეს არ მოეწონება. ფეხბურთელებს თამაში ყოველთვის სურთ, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, რომ მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი დამუხტული იყოს".

დებიუტი "მესტალიაზე"

"მე მაშინდელი "რეალის" დღევანდელთან შედარება არ მსურს. მაშინ შესანიშნავი გუნდი გვყავდა, როგორც ახლა. საუკეთესოები ჩვენთან თამაშობენ".

"ბარსელონას" კრიზისი

"არამგონია ისინი კრიზისში იყვნენ. ეს ჩემი მოკლე პასუხია".

ისკოსთან საუბარი

"მან იცის, რომ ვენდობი და როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს. პრობლემა იმაშია, რომ 24 კარგი ფეხბურთელი მყავს და მათ შორის არჩევანის გაკეთება რთულია. თუ ცვლილებას ვანხორციელებ, იმას არ ნიშნავს, რომ იმ ფეხბურთელმა ცუდად ითამაშა. ჩემი შემადგენლობის მჯერა, მაგრამ განაცხადის შედგენა მიწევს და ზოგიერთს ტრიბუნაზე ვტოვებ".

ექვსი ესპანელი "ესპანიოლთან" მატჩში

"ეს მნიშვნელოვანია, რადგან კანტერანოები შესანიშნავად მუშაობენ. ჩემს დროს ზიდანებზე და პავონებზე საუბრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოთქმა არ მომწონდა, რადგან ყველანი თანაბრად მნიშვნელოვანები ვართ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგიერთი უფრო ძვირადღირებულია. ახლა გუნდში შესანიშნავი ატმოსფერო გვაქვს".

პეპე

"ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც მუდამ უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. მე სწორედ ეს მაინტერესებს. რაც შეეხება მის კონტრაქტს, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მისი ბოლომდე მჯერა. ამ პოზიციაზე რვა შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს და ზოგჯერ ზოგიერთის განაცხადს მიღმა დატოვება მიწევს".

ბეილი სასტარტოში "ვალენსიასთან" მატჩში

"ხვალ ვნახავთ".

მოგონებები დებიუტზე

"ეს რთული მატჩი იყო, მაგრამ ასეთი თამაშები მომწონს. ასეთი მატჩები ორივე გუნდს მოტივაციას უმაღლებს და ასეთი რამ იტალიაში უკვე ვნახე. მაგალითად, ფლორენციაში უსაფრთხოების უმაღლესი დონეა, მაგრამ ეს მხოლოდ საფეხბურთო მატჩია. ვიცი, რომ პრობლემები გვექნება, მაგრამ მზად ვართ".

კრიშტიანუ ფლანგზე

"ის მთელი ცხოვრება ამ პოზიციაზე თამაშობდა. ეს მისი პოზიციაა. მას გოლები სწორედ აქედან გააქვს. კრიშტიანუ საოცარი ფეხბურთელია, რომელსაც ყველგან თამაში შეუძლია, მაგრამ მან 400 გოლი სწორედ ფლანგიდან გაიტანა".

"რონალდუმ რამდენიმე სათასო მატჩი გამოტოვა და მისი დასვენების საშუალება კიდევ გვექნება. ის ხვალ ითამაშებს".


ხამესს გუნდში დარჩენის სურვილი აქვს

"ამას ვაფასებ. გარდა ამისა, ვაფასებ იმასაც, რასაც ის მოედანზე აკეთებს. მან "სევილიასთან" და "ნაპოლისთან" შესანიშნავად ითამაშა. ხამესი თანაგუნდელებს უკეთ თამაშში ეხმარება და მისით კმაყოფილი ვარ".

მატჩების კალენდარი

"ორ მატჩს სტუმრად ვატარებთ და ეს გადამწყვეტი მომენტია. მარტში უკვე სეზონის ფინალური ნაწილი დაიწყება და ხვალინდელიდან დაწყებული, ყველა მატჩი მნიშვნელოვანი იქნება".

როტაცია

"ფეხბურთელების როტირებას გავაგრძელებთ, მაგრამ ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ყველა კმაყოფილი იყოს. უბრალოდ, ვთვლი, რომ ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, ნიჭიერია და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია".

ზიდანი: "ხვალ მორატა სასტარტოში იქნება"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 23-ე ტურში "ესპანიოლთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "საკუთარ მოედანზე ყველაზე მთავარი კარის მშრალად შენახვაა"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ნაპოლისთან" გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "იმედი ბოლო წუთებამდე გვექნება"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის ბოლო ტურში ლა-კორუნიის "დეპორტივოსთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "რონალდუმ ხელშეუხებლობა დაიმსახურა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 35-ე ტურში "რაიო ვალეკანოსთან" გასამართი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: ""ბარსელონაზე" საუბარი არ მსურს. მათ ახლა რთული პერიოდი აქვთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 33-ე ტურში "ხეტაფესთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "რევანში 0:4-ის გამო? ფეხბურთელებმა იციან, რა მოხდა იმ მატჩში"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 31-ე ტურში "ბარსელონასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ნეიმარის შესახებ გავრცელებული ჭორები არ მაინტერესებს"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 22-ე ტურში "ესპანიოლთან" გასამართი საშინაო დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ხამესი ამ კვირაში სათამაშოდ მზადაა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 21-ე ტურში სევილიურ "ბეტისთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.