» » გოლები ისტორიასთან ერთად: გუტი
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 749
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 24-02-2017, 02:42
24-02-2017, 02:42

გოლები ისტორიასთან ერთად: გუტი

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ბლოგი

გოლები ისტორიასთან ერთად: გუტი
ესპანელმა ნახევარმცველმა შესანიშნავი გოლი გაიტანა იმ დღეს, როცა მადრიდის "რეალის" მაისურით პირველი ჰეთ-ტრიკი შეასრულა...

ამ კვირაში რუბრიკის "გოლები ისტორიასთან ერთად" მთავარი გმირი ხოსე მარია გუტიერესი, ან უბრალოდ გუტი გახდა. ის "კასტილიიდან" მთავარ გუნდში 1995/96 წლების სეზონში მოხვდა. მის კლასს, მოედნის ხედვასა და შეტევებში ჩართვას მთელი კარიერის განმავლობაში ვადევნებდით თვალს. გუტი ბოლო წლებში "სამეფო კლუბის" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

2000/01 წლების სეზონში კლუბის აღზრდილმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვილიარეალთან" (4:0) მატჩში დიდებული გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მან იმ შეხვედრაში "რეალის" მაისურით პირველი ჰეთ-ტრიკი შეასრულა. რობერტო კარლოსის მიერ მარცხენა ფლანგიდან გაკეთებულ გადაცემას გუტიმ დაახლოებით თერთმეტი მეტრიდან ჩინებული დარტყმით უპასუხა.



მადრიდელებმა ლა ლიგა მოიგეს მას შემდეგ, რაც მე-14 ტურში გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში. გუტი ლუიშ ფიგუსთან და რაულთან ერთად ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა. მას გატანილი გოლების მხრივ საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ხოსე მარია გუტიერესმა აქტივში 14 გოლი ჩაიწერა.

გუტიმ პირველ გუნდში 15 სეზონი გაატარა, 542 ოფიციალურ მატჩში კი 77 გოლის გატანა მოახერხა. გარდა ამისა, მან ამ პერიოდში 15 ტიტული მოიპოვა: 5 ლა ლიგა, 4 ესპანეთის სუპერთასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 საკონტინენტთაშორისო თასი და 1 ევროპის სუპერთასი. ამჟამად, გუტი "ხუვენილ A"-ს მთავარი მწვრთნელია.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.