რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » სალგადო: "სიგიჟე იქნება, თუ "რეალი" ალის სანაცვლოდ იმდენივეს გადაიხდის, რამდენიც ბეილში გადაიხადა"

სალგადო: "სიგიჟე იქნება, თუ "რეალი" ალის სანაცვლოდ იმდენივეს გადაიხდის, რამდენიც ბეილში გადაიხადა"

26-02-2017, 19:21
ავტორი: ZZ
ნახვა: 941
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
სალგადო: "სიგიჟე იქნება, თუ "რეალი" ალის სანაცვლოდ იმდენივეს გადაიხდის, რამდენიც ბეილში გადაიხადა"
მადრიდის "რეალის" ექს-მცველმა, მიჩელ სალგადომ, "ტოტენჰემის" ნახევარმცველ დელე ალის "სამეფო კლუბში" გადაბარგების შანსებზე ისაუბრა...

"რა თქმა უნდა, "რეალს" ალის შეძენა შეუძლია, რადგან ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ახალგაზრდაა, ნიჭიერი და ძალიან სწრაფი".

"მაგრამ მისი ღირებულება ძალიან მაღალი იქნება. "რეალმა" "ტოტენჰემს" გარეთ ბეილის სანაცვლოდ დიდძალი თანხა გადაუხადა და თუ მადრიდელები ალიშიც ამდენივე თანხას გადაიხდიან, ეს სიგიჟე იქნება".

"მხოლოდ ერთი რამ მაღელვებს: გაუმკლავდება თუ არა "რეალში" ზეწოლას, რომელიც იმაზე მეტი იქნება, ვიდრე "ტოტენჰემშია".

"ალი საკმაოდ ნიჭიერია, მაგრამ ვერ ვიწინასწარმეტყველებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ვიმედოვნებ, თუ "რეალი" მას შეიძენს, იმაზე ნაკლებს გადაიხდის, ვიდრე ბეილში გადაიხადა"
- განაცხადა სალგადომ.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.