» » "ვილიარეალმა" ორივე გოლი წესების დარღვევით გაიტანა, ბრუნოს ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1760
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 27-02-2017, 19:39
27-02-2017, 19:39

"ვილიარეალმა" ორივე გოლი წესების დარღვევით გაიტანა, ბრუნოს ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა"

კატეგორია: სიახლეები, ლა ლიგა, ბლოგი

"ვილიარეალმა" ორივე გოლი წესების დარღვევით გაიტანა, ბრუნოს ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა"
ყოფილმა ესპანელმა არბიტრმა, ამჟამად კი გაზეთ Marca-ს ექსპერტმა, რაფა გერერომ, "ვილიარეალისა" და "რეალის" დაპირისპირებაში მთავარი მსაჯის ხესუს ხილ მანსანოს სადავო გადაწყვეტილებებზე კომენტარი გააკეთა...

მე-14 წუთი. ქარიმ ბენზემას დარტყმის შემდეგ პენალტი არ ყოფილა

მას შემდეგ, რაც ბენზემამ თავით დაარტყა, ბურთი ვიქტორ რუისის ხელის მიმართულებით წავიდა. ეს ნამდვილად რთული მომენტი იყო, მაგრამ სამსაჯო ბრიგადამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

49-ე წუთი. მანუ ტრიგეროსის გოლი წესების დარღვევით გავიდა

"ვილიარეალის" ეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან ტრიგეროსმა მას შემდეგ გაიტანა, რაც სამუ კასტილიეხომ მას ბურთი მუშტით გადააწოდა.

56-ე წუთი. სედრიკ ბაკამბუს გოლი თამაშგარიდან გავიდა

"ვილიარეალის" მეორე გოლიც არ უნდა ჩათვლილიყო, რომელიც სედრიკ ბაკამბუმ გაიტანა, რადგან ეს უკანასკნელი ბრუნოს პასის დროს თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. "ვილიარეალის" ფორვარდი "რეალის" კარისკენ უფრო ახლოს იმყოფებოდა, ვიდრე სერხიო რამოსი. თუმცა, როგორც პირველი გოლის მომენტში, ამ ეპიზოდის გარჩევად რთული იყო.

71-ე წუთი. ბრუნო სორიანოს მიერ საჯარიმოში ხელით თამაშის ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა

იმ სიტუაციაში ბრუნოს ხელით გამიზნულად არ უთამაშია. ეს ბურთმა მოძებნა ხელი და არა პირიქით.

89-ე წუთი. მარსელოს ხელით თამაშის ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა

მე-14 და 71-ე წუთების მსგავსად, მარსელოს ხელით თამაში გამიზნული არ ყოფილა. ბრაზილიელი მცველი ფეხბურთელისკენ ზურგით იდგა და შესაბამისად, ბურთსაც ვერ დაინახავდა.

რაფა გერერო - გაზეთ Marca-ს ექსპერტი, წარსულში - საფეხბურთო არბიტრი.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.