» » გოლები ისტორიასთან ერთად: მორიენტესი
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 559
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 1-03-2017, 18:52
1-03-2017, 18:52

გოლები ისტორიასთან ერთად: მორიენტესი

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ბლოგი

გოლები ისტორიასთან ერთად: მორიენტესი
ესპანელმა ფორვარდმა 2001/02 წლების სეზონში "ლას-პალმასთან" მატჩში პენტა-ტრიკი გაიფორმა...

რუბრიკა "გოლები ისტორიასთან ერთად" ამ კვირის გმირი ფერნანდო მორიენტესი გახლავთ. ის "რეალს" "სარაგოსადან" შეუერთდა და რაულ გონსალეს ბლანკოსთან ერთად შესანიშნავი დუეტი შექმნა. "ელ მოროს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "სენ დენიზე" "ვალენსიას" (3:0) კარში გატანილი გოლი მუდამ ემახსოვრება, რომელიც გუნდს მერვე თასის მოგებაში დაეხმარა.

2001/02 წლების სეზონში "რეალი" ლა ლიგის 25-ე ტურში საკუთარ მოედანზე "ლას-პალმასს" დაუპირისპირდა. იმ მატჩში ფერნანდო მორიენტესი ერთ-ერთი მთავარი გმირი გახლდათ. მან მეტოქეს პენტა-ტრიკი შეუსრულა. ფერნანდომ ხუთი გოლიდან ოთხი თავით გაიტანა. მას სამი ასისტი ლუიშ ფიგუსგან მიიღო, ერთი კი მინამბრესისგან. "ელ მოროს" კარიერაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო.

ფერნანდო მორიენტესი "რეალის" ღირსებას რვა სეზონის განმავლობაში იცავდა. მან 272 მატჩში 100 გოლი გაიტანა და 11 ტიტული მოიპოვა: 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 საკონტინენტთაშორისო თასი, 1 ევროპის სუპერთასი, 2 ლა ლიგა და 3 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.