|
კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე–14 ადგილზეა
სიახლეები, ოფიციალური / 28-11-2011, 23:04
"ატლეტიკოსთან" დუბლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს 106 გოლი გაუხდა "რეალის" რიგებში. მან ბრაზილიელ რონალდოსა და მოლოუნის გადაასწრო.
![]() "ატლეტიკოსთან" გატანილი ორი გოლის წყალობით, კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე–14 ადგილზეა. პორტუგალიელს 106 გოლი დაუგროვდა. შედეგად მან ბრაზილიელ რონალდოს და ლუის მოლოუნის გადაასწრო. ახლა მისი მორიგი სამიზნე 121 გოლია, რათა ხუანიტომდე მივიდეს. ![]() კრიშტიანუ რონალდუს 108 მატჩი დასჭირდა, რათა 106 გოლით "სამეფო კლუბის" ორი ბრწყინვალე ფორვარდის, ლუის ნაზარდიო დე ლიმა რონალდოსა და ლუის მოლოვნისთვის გადაესწრო კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა შორის. "სანტიაგო ბერნაბეუ" გაოცებულია რონალდუს შედეგებით. "ატლეტიკოსთან" პენალტით გატანილი ორი გოლის შემდეგ, ის მე–14 პოზიციაზეა "რეალის" საუკეთესო ბომბარდირთა შორის. მისი მორიგი სამიზნეები ხუანიტო (121), პაინიო (124) და იერო (125) არიან. ![]() ![]() თავის პირველივე სეზონში რონალდუმ ყველა გააოცა. მან ჯამში 33 გოლი გაიტანა: 26 ლა ლიგაში, 7 ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა, ეს ციფრები ახლოსაც ვერ მივა მის მეორე სეზონთან. მან ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნა. გაიტანა 40 გოლი და "ოქროს ბუციც" მოიგო. ამას დავუმატოთ, კოპა დელ რეიზე გატანილი 7 გოლი. აღსანიშნავია, რომ ფინალში გამარჯვების გოლიც რონალდუმ გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუმ 6 გოლის გატანა შეძლო. თუმცა, მისთვის შეუძლებელი არაფერია და ყოველ წელს აუმჯობესებს შედეგებს. წელს მას 20 გოლი აქვს უკვე გატანილი: 16 ლა ლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 სუპერთასზე. ![]() ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: R.K.8, თარიღი: 29-11-2011 13:02, კომენტარი: 1139, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE


















--------------------
P.S. iker madloba bayerntan chadenili gmirobistvis!