» » ზიდანი და ფეხბურთელები სიტუაციაზე კონტროლს კარგავენ
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 924
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 3-03-2017, 21:20
3-03-2017, 21:20

ზიდანი და ფეხბურთელები სიტუაციაზე კონტროლს კარგავენ

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

ზიდანი და ფეხბურთელები სიტუაციაზე კონტროლს კარგავენ
გმირული ქამბექის წყალობით გუნდმა ერთი ქულა გადაარჩინა, მაგრამ პირველი ადგილი "ბარსელონას" დაუთმო. "ლას-პალმასთან" ფრე "რეალს" რთულ სიტუაციაში აყენებს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ როგორ უჭირს გუნდს ლა ლიგის მოგება, რომელსაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ერთხელ დაეუფლა...

ამ მატჩის შემდეგ "რეალის" ფეხბურთელებში, მთავარ მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელობაში ბევრმა ეჭვი შეიტანა. ემილიო ბუტრაგენიომ შეხვედრის დასრულების შემდეგ Movistar-თან ინტერვიუში სიტუაციას კომენტარი გაუკეთა:

"მსაჯის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ და სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ის ეპიზოდი ჟურნალისტებმა უნდა შეაფასონ. გარდა ამისა, ალვარო მორატას არჩათვლილი გოლი ექსპერტებმა შეისწავლონ".

საქმე იმაშია, რომ "რეალში" მსაჯებს არ ენდობიან და თვლიან, რომ ლა ლიგის მოსაგებად გუნდს მეტი ძალისხმევის გაღება სჭირდება, ვიდრე სხვებს, უფრო ზუსტად კი "ბარსელონას". ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის.

პირველი ადგილის დაკარგვაში უცნაური არაფერია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ "რეალმა" სიძლიერე დაკარგა. გუნდი მოედანზე დაკარგულია და იდეები საერთოდ არ აქვს. მარსელოს სიტყვები კი იმას ადასტურებს, რომ ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს შორის ნაკლები ურთიერთგაგებაა:

"ჩვენ ერთს განვიხილავთ, მეორეს ვაკეთებთ".

მთელი ამ დროის განმავლობაში ზინედინ ზიდანის კომპეტენტურობაზე კითხვები პირველად იბადება. ფრანგ მწვრთნელს წარუმატებელი სერიისა და დაკარგული ქულების გამო დაუსტვინეს. საინტერესო ისაა, რომ ზიდანი პრესკონფერენციის წინ დიდხანს შეყოვნდა, შემდეგ კი თავისი გუნდის თამაში განმარტა.

"ლას-პალმასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ყურადღების ეპიცენტრში რამდენიმე ფეხბურთელი მოხვდა. განსაკუთრებით კეილორ ნავასი (რომელმაც რამდენიმე შესანიშნავი სეივი მაინც განახორციელა) და გარეთ ბეილი. პირველს ბოატენგის გოლის მომენტში შეცდომისთვის აკრიტიკებენ, მეორეს კი გაძევებისთვის, რომელმაც "რეალი" იძულებული გახადა სწრაფად და განსაკუთრებული კონტროლის გარეშე ეთამაშა. მიუხედავად გმირული ქამბექისა, ნავასი და ბეილი მაინც დამნაშავენი არიან. თავიანთი საუკეთესო თამაში არც კროოსს, რამოსს და მარსელოს უჩვენებიათ. განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, რომელიც უწესრიგოდ ასპარეზობდა.

მადრიდული გრანდიდან ფეხბურთი გაქრა და ამის გამო გუნდი ქულებს ანიავებს. მარსელომ ეს მატჩის დასრულებისთანავე თქვა, რამოსმა კი ეს ფაქტი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა. საქმე დროებით კონცენტრაციის დაკარგვაში არ არის. "რეალს" სათამაშო რეაქცია და ფეხბურთი აკლია, რომელიც ყოველთვის ნიჭის ან გუნდის სიამაყის წყალობით იბადება. მადრიდელებმა თამაშზე კონტროლი დაკარგეს და ამას ტრავმებით ან სხვა პრობლემებით ვერ ამართლებენ. ახლა კი ზიდანმა ამ ყველაფრის მიზეზი უნდა მოძებნოს და გაარკვიოს, რატომ გაქრა ფეხბურთი.

ხოსე ფელიქს დიასი - Marca-ს მიმომხილველი.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.