რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » "ნაპოლი" - "რეალი": მატჩს ჯიუნეიტ ჩაკირი განსჯის

"ნაპოლი" - "რეალი": მატჩს ჯიუნეიტ ჩაკირი განსჯის

5-03-2017, 16:20
ავტორი: ZZ
ნახვა: 777
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"ნაპოლი" - "რეალი": მატჩს ჯიუნეიტ ჩაკირი განსჯის
თურქმა არბიტრმა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალის" მონაწილეობით ხუთი შეხვედრა განსაჯა...

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ნაპოლისა" და "რეალის" საპასუხო შეხვედრას ჯიუნეიტ ჩაკირი განსჯის. თურქი არბიტრი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მადრიდელთა მონაწილეობით მეექვსე შეხვედრაში იმსაჯებს.

გასულ სეზონში ჩაკირიმ ჯგუფურ ეტაპზე "მალმიო" - "რეალის" (0:2), ხოლო მერვედფინალში "სიტი" - "რეალის" (0:0) პირველი დაპირისპირება განსაჯა.

გარდა ამისა, თურქი არბიტრი 2012/13 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე "რეალი" - "ბორუსიას" (2:2), ხოლო მერვედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" - "რეალის" (1:2) მატჩს სჯიდა.

2011/12 წლების სეზონში ჩაკირიმ ჯგუფურ ეტაპზე "რეალი" - "ლიონის" (4:0) მატჩი განსაჯა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.