MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბენზემამ ლა ლიგაში "რეალის" მაისურით 350-ე მატჩი ჩაატარა

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ლა ლიგა თარიღი: 5-03-2017, 20:48
ბენზემამ ლა ლიგაში "რეალის" მაისურით 350-ე მატჩი ჩაატარა

საიუბილეო თარიღი ფრანგი ფორვარდის მადრიდულ კარიერაში...

"ეიბართან" (1:4) ჩატარებული გუშინდელი მატჩი ქარიმ ბენზემასთვის ლა ლიგაში მადრიდის "რეალის" მაისურით 350-ე აღმოჩნდა. ფლორენტინო პერესმა დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე ფრანგ ფორვარდს სახსოვრად მაისური გადასცა. ამის შემდეგ ბენზემამ კომენტარი გააკეთა:

"ძალიან ვამაყობ, რომ ამ ნიშნულს მივაღწიე და ჩემი ოცნების კლუბში ამ რაოდენობის მატჩი ჩავატარე. ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, კიდევ არაერთ შეხვედრაში მივიღებ მონაწილეობას. პრეზიდენტმა სამახსოვროდ მაისური გადმომცა, რაც ძალიან მახარებს. ის კლუბში გადმობარგების პირველივე დღიდან გვერდში მიდგას".

"ეიბართან" მატჩი განსაკუთრებული იყო. "რეალს" მთელი მსოფლიო აკვირდება. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, გოლები გავიტანეთ და კიდევ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით, მაგრამ გუნდისთვის თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა. ეს ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ კარგი მზადება იყო. ვიმედოვნებ, იგივე ტემპში სვლას გავაგრძელებთ და ჩემპიონატს მოვიგებთ. ნეაპოლში ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველოდება, მაგრამ ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რათა გავიმარჯვოთ და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გავიდეთ".

ფლორენტინო პერესმა სერხიო რამოსს სახსოვრად მაისური გადასცა

სერხიო რამოსმა ლა ლიგის განვლილ ტურში მადრიდის "რეალის" მაისურით მე-500 მატჩი ჩაატარა. ორშაბათს, "სანტიაგო ბერნაბეუს" საზეიმო დარბაზში ფლორენტინო პერესმა გუნდის კაპიტანს სახსოვრად მაისური გადასცა......

ბეილი: "ალბათ, ნაკრების მაისურით ეს ჩემი საუკეთესო მატჩი იყო"

გარეთ ბეილმა რუსეთთან (0:3) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა......

ვარანმა "რეალის" მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა

ფრანგმა მცველმა ამ ნიშნულს "ვალენსიასთან" (3:2) გამართულ მატჩში მიაღწია......

ზიდანი: "ლა ლიგის მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით"

ზინედინ ზიდანმა "მალაგასთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ბენზემამ "რეალის" მაისურით მე-300 ოფიციალური მატჩი ჩაატარა

ქარიმ ბენზემამ მადრიდის "რეალის" მაისურით მე-300 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ეს ხიხონის "სპორტინგთან" (5:1) მოხდა, სადაც ფრანგმა თავდამსხმელმა დუბლის შესრულება მოახერხა. მატჩის შემდეგ კი ბენზემამ ფლორენტინო პერესისგან სამახსოვროდ...

ბენიტესი: "ხამესმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა"

რაფა ბენიტესი "ეიბართან" (0:2) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ......

კასილასმა კარიერაში მე-900 მატჩი ჩაატარა

იკერ კასილასმა პროფესიონალურ კარიერაში მე-900 მატჩი ჩაატარა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.