რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » რონალდუ - "რეალის" საუკეთესო ასისტენტი ჩემპიონთა ლიგაზე

რონალდუ - "რეალის" საუკეთესო ასისტენტი ჩემპიონთა ლიგაზე

6-03-2017, 01:06
ავტორი: ZZ
ნახვა: 942
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
რონალდუ - "რეალის" საუკეთესო ასისტენტი ჩემპიონთა ლიგაზე
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის წლევანდელ სეზონში ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა...

კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მეფეა. ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი წლევანდელ სეზონში ასისტენტობით გამოირჩევა. მის აქტივში 4 საგოლე გადაცემაა. ჩამონათვალში არიან ხამეს როდრიგესი (3) და დანი კარვახალი (2).

კრიშტიანუ თავისივე რეკორდის გამეორებასთან ახლოსაა. მან 2013/14 წლების სეზონში აქტივში 5 ასისტი ჩაიწერა. წლევანდელ სეზონში რონალდუმ საგოლე გადაცემები შემდეგ ფეხბურთელებს გაუკეთა: მარკო ასენსიოს და ალვარო მორატას "ლეგიასთან" მესამე ტურის მატჩში, რაფაელ ვარანს "სპორტინგთან" მეხუთე ტურში, ხოლო ტონი კროოსს "ნაპოლისთან" მერვედფინალში გამართულ პირველ შეხვედრაში.

ყველა ტურნირი
თუ ყველა ტურნირს მივიღებთ მხედველობაში, კრიშტიანუმ 7 საგოლე გადაცემა გააკეთა: 4 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 ლა ლიგაში. ყველა ტურნირის ჩათვლით პორტუგალიელზე მეტი საგოლე გადაცემა მხოლოდ ხამეს როდრიგესს (11) და ტონი კროოსს (10) აქვთ.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.