» » "კრიშტიანუ ნეაპოლის მერად! "რეალის" წყალობით გზებზე ორმოები აღარაა!"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1926
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 6-03-2017, 01:24
6-03-2017, 01:24

"კრიშტიანუ ნეაპოლის მერად! "რეალის" წყალობით გზებზე ორმოები აღარაა!"

კატეგორია: სიახლეები, ჩემპიონთა ლიგა, ბლოგი

"კრიშტიანუ ნეაპოლის მერად! "რეალის" წყალობით გზებზე ორმოები აღარაა!"
ნეაპოლელებმა მადრიდის "რეალის" მათ ქალაქში ვიზიტს სასწაული უწოდეს. სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე მადრიდულ გრანდს მიიღებს. აქედან გამომდინარე ნეაპოლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა სასტუმრო "Palazzo Caracciolo"-ს ირგვლივ არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ზრუნვა დაიწყეს, სადაც "სამეფო კლუბი" უნდა დაბინავდეს. გარდა ამისა, სასტუმროს ახლოს მდებარე ქუჩებზე გზის საფარი განაახლეს და პარკირება მოაწესრიგეს...

კრიშტიანუ ნეაპოლის მერად!

"კრიშტიანუ ნეაპოლის მერად! "რეალის" წყალობით გზებზე ორმოები აღარაა!" - ასეთი სათაურით გამოვიდა გაზეთი Il Mattino, რომელიც ქალაქის სასწაულ ცვლილებას ეხმაურება.

სასტუმროსთან ახლოს მდებარე მაღაზიის მფლობელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

"მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. აქ პარკირების ადგილზე ყოველთვის უამრავი მანქანა იდგა და დიდი არეულობა იყო, ახლა კი ქუჩა თითქმის თავისუფალია. კრიშტიანუმ ჩვენი რაიონი შეცვალა!".

"რეალის" ვიზიტთან დაკავშირებით გზებზე ყველა ორმო შეავსეს. "რეალმა" ნეაპოლის მკვიდრთათვის ნამდვილი სასწაული მოახდინა.

ნეაპოლი ასეთი სუფთა არასდროს ყოფილა

"Palazzo"-სთან ახლოს წვრილი საქონლის ბაზრობა იმართება, სადაც საქონელს პირდაპირ ნაგვიდან ყიდიან. ახლა ბაზრობა გაქრა. ეს ადგილი ასეთი სუფთა არასდროს მინახავს" - განაცხადა კიდევ ერთი მაღაზიის მფლობელმა, რომელიც ქალაქის ცვლილებებით აღფრთოვანებული და გაოცებულია.

ახლა სასტუმრო "Palazzo Caracciolo"-ს თავზე "რეალის" ვიზიტთან დაკავშირებით ესპანეთის დროშა ფრიალებს.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.