რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » "ლივერპული" და "იუვენტუსი" დანილოთი ინტერესდებიან

"ლივერპული" და "იუვენტუსი" დანილოთი ინტერესდებიან

10-03-2017, 20:14
ავტორი: ZZ
ნახვა: 486
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"ლივერპული" და "იუვენტუსი" დანილოთი ინტერესდებიან
გამოცემა Metro-ს ინფორმაციით, "ლივერპულს" და ტურინის "იუვენტუსს" მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი მარჯვენა მცველის გადაბირება სერიოზულად აქვთ გადაწყვეტილი...

ინგლისური კლუბი და იურგენ კლოპი დანილოს გადაბირებით საკმაოდ დიდი ხანია ინტერესდებიან. რაც შეეხება ფეხბურთელს, ახლა ის სერიოზული არჩევანის წინაშე დგას: ნათელია, რომ მას დანი კარვახალის სასტარტო შემადგენლობიდან ამოგდება გაუჭირდება. ამიტომ, მისი "რეალიდან" წასვლა სრულიად რეალურია.

"ლივერპული" დანილოს ტრანსფერის თაობაზე იმ მიზეზით გააქტიურდა, რომ საქმეში ტურინის "იუვენტუსიც" ჩაერთო. იტალიელები დარწმუნებულები არ არიან, რომ დანი ალვეში ჩინური კლუბების მაცდურ წინადადებას არ დათანხმდება და ტურინულ კლუბში დარჩება.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.