MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "ახლა თითოეულ მატჩს ოქროს ფასი აქვს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 12-03-2017, 01:59
ზიდანი: "ახლა თითოეულ მატჩს ოქროს ფასი აქვს"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 27-ე ტურში "ბეტისთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

"რეალი" ლა ლიგაში ერთადერთია, რომელიც შინ არ დამარცხებულა

"მაქსიმალურად დავიხარჯებით იმისათვის, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გავიმარჯვოთ. აქამდე ამის გაკეთებას ვახერხებდით. აუცილებლად ამ მიმართულებით ფიქრი უნდა გავაგრძელოთ და შედეგი შევინარჩუნოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ".

მორატა

"მას ყველაფერი რიგზე აქვს. ალვარომ ვარჯიშზე მცირე დარტყმა მიიღო".

"ბარსელონა" ახლა უფრო სახიფათოა

"არა, ეს იგივე გუნდია. არაფერი შეიცვლება".

"ბარსელონა" - "პსჟ"-ს მატჩის მსაჯობა

"იმ მატჩის კომენტირება არ მსურს. მხოლოდ ჩემი გუნდი მაინტერესებს. აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ კომენტარი გავუკეთო იმ შეხვედრას, რომელსაც ჩემს შეგირდებთან არანაირი საერთო არ აქვს".

მოტივაცია

"ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. ლა ლიგა დიდი ხანია არ მოგვიგია. აი, მთავარი მოტივაცია ჩვენთვის. მსურს გითხრათ, რომ ყოველ სამ დღეში ერთნაირად კარგად ვერ ვითამაშებთ. ზოგჯერ პრიმერას მატჩებში პრობლემებს ვაწყდებით, მაგრამ ეს ნორმალურია. ჩვენ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას ვუმიზნებთ, მაგრამ ქვეყნის პირველობას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წელს ლა ლიგის მოგება ძალიან გვსურს. შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ ლა ლიგაზე არასაკმარისად კონცენტრირებულები ვართ, მაგრამ ასე არ არის. ყოველ მატჩს უსაზღვროდ მოტივირებულები ვხვდებით".

ფეხბურთელები

"ყველა მათგანს ლა ლიგის მოგება სწყურია. ზუსტად არ ვიცი, რა აქვთ მათ გონებაში, მაგრამ აბსოლუტური სიმართლეა, რომ გამარჯვება უყვართ. დიდი ალბათობით, ხვალინდელ მატჩში ისინი ითამაშებენ, რომლებსაც არასაკმარისი სათამაშო დრო აქვთ. მსურს ნდობა ყველა ფეხბურთელს გამოვუცხადო, რათა საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ და სასტარტო შემადგენლობის შერჩევის საშუალება მქონდეს. თამაში ყველას სურს და ეს ჩემთვის უკეთესია. თითოეულ ფეხბურთელს თავის გამოჩენის სურვილი აქვს".

მსაჯის საკითხი, როცა "რეალი" თამაშობს

"ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით. "რეალი" უნიკალური კლუბია. ვიცით, რომ მეტოქეები ჩვენთან თამაშისას ნერვიულობენ. თუ ვიმარჯვებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად ვთამაშობთ. სხვებზე დამოკიდებულები არ ვართ. თუ მოედანზე კონცენტრირებულები გავდივართ, დიდ წარმატებასაც ვაღწევთ. სეზონის მიწურული ყველაზე რთული ნაწილია. ახლა თითოეულ მატჩს ოქროს ფასი აქვს".

რომელია ლიდერი - რონალდუ თუ რამოსი?

"ორივე გუნდის კაპიტნები არიან და გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ. ყველამ ვიცით, რას წარმოადგენს სერხიო და როგორი ხასიათი აქვს. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სამაგალითოა".

შედეგები

"კარგ სეზონს ვატარებთ. შეგვეძლო ზოგიერთი მატჩი უკეთესად ჩაგვეტარებინა. უფრო და უფრო ცოტა მატჩი რჩება, თითოეული მათგანი კი უმნიშვნელოვანესია".

კოენტრაუ

"თუ ის განაცხადში არ არის, ე.ი. ყველაფერი რიგზე არ აქვს. მას დისკომფორტი აქვს და სტაბილურად ვარჯიშს ვერ ახერხებს".

შეუცვლელი კაზემირო

"სხვების მსგავსად, დასვენების საშუალება კაზემიროსაც უნდა მიეცეს. შესანიშნავად ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენი გუნდისთვის. თუ "ლას-პალმასთან" წარუმატებელ მატჩს გულისხმობთ, რომელიც კაზემირომ გამოტოვა, მარტივად აზვიადებთ. დიახ, მას გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც გვყავს".

ხამესი და ისკო ერთ გუნდში

"მათ მომავალზე ვერ ვისაუბრებ. ისინი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან და ერთ გუნდში თამაში შეუძლიათ".

ზიდანი: "მთავარი არა ტაქტიკა, არამედ მატჩისადმი მიდგომაა"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ნაპოლისთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "არც მე და არც ჩემი ფეხბურთელები მსაჯების საქმიანობაში არ ვერევით"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 25-ე ტურში "ლას-პალმასთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ხვალ მორატა სასტარტოში იქნება"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 23-ე ტურში "ესპანიოლთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მეშვიდე ტურში "ეიბართან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ლა ლიგის მოსაგებად ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 34-ე ტურში "ვილიარეალთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ფეხბურთელებმა იციან, რა ელოდებათ"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ვოლფსბურგთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ნეიმარის შესახებ გავრცელებული ჭორები არ მაინტერესებს"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 22-ე ტურში "ესპანიოლთან" გასამართი საშინაო დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა......

ბენიტესი: "ბენზემას "რეალიდან" წასვლის მიზეზს ვერ ვხედავ"

რაფა ბენიტესი "ტოტენჰემთან" გასამართი ამხანაგური მატჩის წინ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.