MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "მსაჯებზე საუბარს შეჩვეული არ ვარ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 13-03-2017, 14:15
ზიდანი: "მსაჯებზე საუბარს შეჩვეული არ ვარ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 27-ე ტურში "ბეტისთან" (2:1) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

მატჩი

"კარგი მატჩი ჩავატარეთ, რომელშიც მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ. ამ რთულ მატჩში ჩემი შეგირდების ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. ასევე, მსურს ფეხბურთელებს დამსახურებული გამარჯვება მივულოცო. მატჩის შედეგი სამართლიანია".

"მეტოქემ ძალიან ინტენსიური შეხვედრა ჩაატარა. მათ ჩვენს ნახევარზე შესანიშნავად ითამაშეს და ბევრი სირთულე შეგვიქმნეს. მთლიანობაში, მატჩის შედეგით კმაყოფილები ვართ. გუნდზე ზეწოლა ვრცელდება, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან სასწორზე ბევრი რამ დევს".


მსაჯის გადაწყვეტილებები

"შეცდომის დაშვება ყველას შეუძლია. მთავარია, რომ ჩვენთვის მისაღებ შედეგს მივაღწიეთ. მსაჯებზე საუბარს შეჩვეული არ ვარ. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და დასახული მიზნებისკენ მივიწევთ".

კეილორ ნავასი

"ადამიანებისთვის შეცდომები დამახასიათებელია, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. კეილორს მხარს ვუჭერ. არდანიშნული ჯარიმის მომენტი? გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი იღებს. ნავასმა მატჩის მიწურულს სამი ქულა გადაგვირჩინა, რის გამოც ყველანი მისი მადლიერები ვართ".

"უფრო მშვიდად ვიქნებოდი მატჩის დასაწყისში 2-3 გოლი რომ გაგვეტანა. ვიცით, რომ გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია. დღეს საკმაოდ რთული შეხვედრა გვქონდა, სადაც ცივსისხლიანობა შევინარჩუნეთ. ვიცი, რომ ჩემი გუნდი ძლიერია, მაგრამ მეტი გატანილი გოლი და დამაჯერებლობა მსურს".


ვარანი

"რაფაელი გუნდთან ერთად ვარჯიშს ახლახანს დაუბრუნდა. ჩვენ მის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. მისი "ატლეტიკთან" თამაში ნაკლებად სავარაუდოა. ვარანი მხოლოდ მაშინ ითამაშებს, როცა სრულად გამოჯანმრთელდება".

ზიდანი: "ჩემი გუნდი ყოველთვის იდეალურად ვერ ითამაშებს"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 26-ე ტურში "ეიბართან" (1:4) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ეჭვგარეშეა, რომ ისკო და მორატა მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 24-ე ტურში "ვილიარეალთან" (2:3) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "თუ სირთულეებს ვერ გადალახავ, ლა ლიგას ვერ მოიგებ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-10 ტურში "ალავესთან" (1:4) მოპოვებული გასვლითი გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ეს ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ მეტს ვიმსახურებდით"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" (2:2) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ასენსიო: "მეორე გაშვებული გოლის დროს არ გაგვიმართლა"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები "ლას-პალმასთან" (2:2) მატჩის შემდეგ......

ზიდანი: "ბედნიერი ვარ, რომ "რეალს" ვწვრთნი"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლისაბონის "სპორტინგთან" (2:1) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ბეილს რონალდუს დონეზე თამაში შეუძლია"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 36-ე ტურში " რეალ სოსიედადთან" (0:1) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.