» » ბუტრაგენიო: "შესაძლო მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი ჩვენ შეგვხვდა"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 406
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 17-03-2017, 22:42
17-03-2017, 22:42

ბუტრაგენიო: "შესაძლო მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი ჩვენ შეგვხვდა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა

ბუტრაგენიო: "შესაძლო მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი ჩვენ შეგვხვდა"
მადრიდის "რეალის" საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრაზე კომენტარი გააკეთა...

მეტოქე

"შესაძლო მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი ჩვენ შეგვხვდა, მაგრამ იგივეს თქმა შეიძლება "ბაიერნზეც". ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. მითუმეტეს, ახლა მათ კარლო ანჩელოტი წვრთნის. ვაცნობიერებთ, რომ გერმანიაში ძალიან გაგვიჭირდება... ვისურვებდი, რომ ეს შეხვედრა ტურნირის უფრო შორეულ ეტაპზე გამართულიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, შესანიშნავი დაპირისპირება იქნება".

საპასუხო მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე"

"საპასუხო მატჩის საშინაო არენაზე ჩატარება კარგია, მაგრამ სტუმრად თავის გამოჩენა მნიშვნელოვანია. "ბაიერნში" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. მათ 20 წუთიც რომ კარგად ჩაატარონ, შესაძლოა ეს ჩვენთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს".

კარლო ანჩელოტი

"ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს. ეს დაპირისპირება არცერთი ჩვენთაგანისთვის არაა კარგი ინფორმაცია"
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.