» » ზიდანი: "გაცხელებული ბურთულები კენჭისყრაზე? ახლა ვიცით, რომ ეს ასე არ არის"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 2127
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 17-03-2017, 23:43
17-03-2017, 23:43

ზიდანი: "გაცხელებული ბურთულები კენჭისყრაზე? ახლა ვიცით, რომ ეს ასე არ არის"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა

ზიდანი: "გაცხელებული ბურთულები კენჭისყრაზე? ახლა ვიცით, რომ ეს ასე არ არის"
ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 28-ე ტურში ბილბაოს "ატლეტიკთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

"ჩვენთვის სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მეტოქე როგორც ყოველთვის თავს ძალიან კარგად დაიცავს. გამოცდა გველოდება, მაგრამ თავდაუზოგავად ვიმუშავეთ. თავდაჯერებულობა და ხასიათი გვაქვს. ეს ელემენტები უნდა გავაერთიანოთ, რათა გავიმარჯვოთ".

"ატლეტიკმა" საშინაო კედლებში ერთადერთი მარცხი "ბარსელონასთან" განიცადა. ახლა ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გველოდება. ამ სტადიონზე თამაში იოლი არ არის, მაგრამ ვეცდებით კარგად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ".


BBC "სან-მამესზე"

"ხვალ ნახავთ, ვინ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრაში. ისინი მზად არიან და ვნახოთ, რა მოხდება".

ლა ლიგის ფინიში

"ლა ლიგის დასრულებამდე ზეწოლის ქვეშ ვიქნებით. ზუსტად ისე, როგორც გასულ სეზონში მოხდა, როცა ყველა მატჩს ვიგებდით. შესანიშნავი იქნება, თუ ამას გავიმეორებთ. მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი. ეს გრძელი და რთული გზაა, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე სეზონის ფინიშს ვუახლოვდებით".

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა და გაცხელებული ბურთულები

"ახლა ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ამ კლუბში გავიგე, თუ რა შესანიშნავია ყველაფრის მოგება. მე ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის თასისკენ მივიწევ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალამდე ხუთი მატჩი დარჩა, მაშინ, როცა ლა ლიგაში წინ 12 შეხვედრაა. იოლი მატჩები არ არსებობს და ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერ და ენთუზიაზმით აღსავსე მეტოქეს დავუპირისპირდებით. ეს მოხდა და ვერაფერს შევცვლით".

კარლო ანჩელოტის დაბრუნება

"მასთან არ მისაუბრია. ჩვენი ურთიერთობა ისეთივეა, როგორც მასწავლებლის და მოსწავლის. ის კარგი ადამიანია. მე მისი ასისტენტი ვიყავი და ყველამ ვიცით, რას მიაღწია კარლომ აქ. ერთმანეთს შესანიშნავად ვიცნობთ, საფეხბურთო მინდორზე კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარი არა ტაქტიკური სურათი, არამედ მიდგომა და პატივისცემაა".

მეოთხედფინალური ეტაპის მეტოქე

"შიში არც "ბაიერნს" ექნება. ეს ძლიერი გუნდია, რომელიც კარგად ასპარეზობს. მსოფლიო ფეხბურთის ქომაგებს ამ თამაშის ცქერა სიამოვნებას მოუტანს. პლეი-ოფში დაპირისპირებისას შანსები ყოველთვის თანაბარია. ჩვეულებრივ ამბობენ, რომ პირველი თამაშის სტუმრად ჩატარება უკეთესია, მაგრამ ამ მხრივ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვაცნობიერებთ, რომ გასვლით მატჩში უნდა გავიტანოთ, შემდეგ კი საპასუხო შეხვედრაზე მოვახდინოთ კონცენტრაცია".

გუნდური თამაში

"რა თქმა უნდა, უკეთესად თამაში შეგვიძლია. ცუდად არ გამოვიყურებით და აქამდე შედეგებიც დადებითი იყო. სეზონის ფინიში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. სწორედ მაშინ გადაწყდება ყველაფერი. სანაკრებო შესვენების შემდეგ, ბევრი მატჩის ჩატარება მოგვიწევს".

"აპრილი ჩვენთვის რთული თვე იქნება, მაგრამ ჩვენ ამისათვის შემადგენლობა გვყავს, რათა სირთულეები ერთობლივად გადავლახოთ. ახლა სეზონის შესანიშნავი ნაწილი იწყება. ეს ფეხბურთელებმაც იციან და ჩვენს მიზნებზე ვართ კონცენტრირებულნი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ტურნირი მოვიგოთ".


რაფაელ ვარანს ნაკრებში არ უხმეს

"ეს ნორმალურია. ვფიქრობ, ეს ნაკრებში სათამაშოდ მზად არ იყო. ჯერჯერობით ის სრულ მზადყოფნაში არ არის, ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. მისთვის უკეთესია, თუ ჩვენთან დარჩება, რადგან სეზონის მიწურული რთული იქნება და თითოეული ფეხბურთელი დაგვჭირდება".

კილიან მბაპე

"ის "რეალთან" კონტრაქტის გასაფორმებლად ახლოს იყო, მაგრამ "მონაკოში" გადაბარგდა. კილიანი ნიჭიერი ფეხბურთელია. რასაც ის ასეთ ახალგაზრდულ ასაკში აკეთებს, საოცრებაა. მიუხედავად ამისა, მე ხვალინდელ მატჩზე ვარ კონცენტრირებული".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.