» » კოვაჩიჩმა შემადგენლობაში ადგილი დაკარგა
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 985
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 18-03-2017, 01:21
18-03-2017, 01:21

კოვაჩიჩმა შემადგენლობაში ადგილი დაკარგა

კატეგორია: სიახლეები

კოვაჩიჩმა შემადგენლობაში ადგილი დაკარგა
2017 წლის დასაწყისიდან მატეო კოვაჩიჩმა შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. გასული წლის ბოლოს შეინიშნებოდა, რომ ხორვატი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. მან ისეთი მატჩები დაიწყო სასტარტოში, როგორიც "კლასიკო" და მადრიდული დერბია. კაზემიროს, ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის ტრავმების ხარჯზე მატეოს ბევრი სათამაშო დრო მიეცა, რომელიც მან დიდებულად გამოიყენა...

როცა უკვე ჩანდა, რომ კოვაჩიჩი მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში იქნებოდა, კაზემირო გამოჯანმრთელდა და ხორვატის სათამაშო დრომ საგრძნობლად იკლო. უფრო მეტიც, ადგილების გაცვლაც მოხდა. ხამეს როდრიგესი და ისკო, რომლებიც ადრე მხოლოდ ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის შემცვლელები იყვნენ, ახლა მეტ სათამაშო დროს იღებენ, ეს კი კოვაჩიჩისთვის კიდევ ერთი განგაშის სიგნალია.

მიუხედავად ამისა, მატეო თავდაჯერებულია და ყოველ ვარჯიშზე ზინედინ ზიდანის დარწმუნებას ცდილობს, რათა მომავალი სეზონიც "რეალში" ჩაატაროს.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.