|
მადრიდის ''რეალის'' ფეხბურთელების მიღწევა კატალონიაში
სიახლეები / 30-11-2010, 23:19
![]() გუშინდელი მატჩის შემდეგ ბევრი დაიწერა და დაიბეჭდა... ზოგი აკრიტიკებდა რეალს, ზოგიც კი ცინიკურად მოიხსენიებდა მას და მის ფეხბურთელებს ... გთავაზობთ რამოდენიმე ჟურნალისტურ განხილვას: 1.იკერ კასილასი - იგი მთელი თამაშის განმავლობაში ხელებ გადაჯვარედინებული იდგა და თავის გუნდელებს გაკვირვებით უყურებდა.გამორიცხული არაა, რომ სარა კარბონერომ სთხოვა მას კამერების წინ პოზირება. 2.სერხიო რამოსი - პირველი ფეხბურთელი, რომელიც 1 კვირის განმავლობაში ორჯერ გააგდეს, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მან ეს დუდეკის მითითებების გარეშე გააკეთა.მამაცმა მარჯვენა ფლანგელმა იცოდა, რომ იგი გუშინ ისტორიას წერდა. რიკარდო კარვალიო - შესანიშნავად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და ლიონელ მესისთან ორთაბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო.მან მესი შესანიშნავი მოძრაობით დასცა ძირს! კარვალიოს ფიზიკური მონაცემები შესანიშნავია ამდაგვარი საოცნებო მოძრაობისთვის. პეპე - პორტუგალიელი გუშინდელ ''შოუში ''მთავარი მოქმედი პერსონა იყო. შაშრშან იბრაჰიმოვიჩის გოლი სწორედ პეპეს შეცდომის გამო გავიდა, როგორც ჩანს იგი თავის შეცდომებზე ვერ სწავლობს. მარსელო - იგი მართლაც შეუდარებელი იყო ხავისთან ერთად. მარსელომ მას რამოდენიმე კარგი გადაცემა გაუკეთა.იგი საკუთარ კარშიც გაიტანდა გოლს, რომ არა პედრო. ხედირა - ადიდასის დიზაინერებმა შესანიშნავად ითამაშეს და სამი ხედირას შესანიშნავი ფორმა შეუკერეს... ნახევრად ბარსას ფერებით. ![]() ხაბი ალონსო - გუშინ ''კამპ ნოუზე'' ორი 14 ნომერი იყო, ორივე ყოფილი თანაგუნდელი, მასკერანო და ალონსო, 1 განსხვავებით მასკერანო იჯდა ხაბი ალონსო კი იდგა. ''კამპ ნოუზე'' ყველა მიხვდა 14 ნომრის სიძლიერეს. ოზილი - ბარსაში იმისთვის ჩამოვიდა, რომ ხავისგან და ინიესტასგან რამე ესწავლა.იგი ისეთი აღფრთოვანებული იყო, რომ მოურინიომ იგი შეცვალა და სათადარიგოთა სკამზე დასვა. ხელში კი საყვარელი რვეული და ფანქრები დააჭერინა. დი მარია - საბრალო!!შარშანდელი პორტუგალიური კლასიკო მისმა გუნდმა სწორედ ამ ანგარიშით წააგო.იგი წინნასწარ შეეგუა იმ აზრს, რომ ყველა კლასიკოს მოცემული ანგარიშით წააგებს. კრისტიანო რონალდო - პეპ გვარდიოლასთვის ხელის კვრა გენიალური აზრი იყო.CR7-ის ამ საქციელმა წამებში შეცვალა თამაშის მიმდინარეობა და სიტუაცია უკიდურესობამდე დაძაბა.იგი ამ ყველაფერს არ დასჯერდა ვალდესს ეკამათა და კარგად უთავაზა კიდევაც მას. წყარო: Goal.com ბენზემა - იმდენად შესანიშნავი იყო იგი, რომ მოურინიომ იგი 90 წუთის განმავლობაში ათამაშა.მან კამერების ყურადღებაც მიიქცია. ამ თამაშის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებმა ინანა უბენზემობა სამხრეთ აფრიკაში. ბენზემამ გვანახა როგორ უნდა ითამაშოს ''ელ კლასიკო'' უმაღლესი დონის ფორვარდმა... აი ასეთ დონემდე დაეშვა ჩვენი საყვარელი კლუბი... იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მალე უკეთესობისკენ შეიცვლება... ავტორი - Jason
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: Jason, თარიღი: 30-11-2010 23:20, კომენტარი: 36, სიახლე: 9
ავტორი: ninikoa, თარიღი: 30-11-2010 23:31, კომენტარი: 190, სიახლე: 0
ავტორი: zuknarto, თარიღი: 30-11-2010 23:37, კომენტარი: 735, სიახლე: 56
ავტორი: jinjo, თარიღი: 01-12-2010 01:56, კომენტარი: 5456, სიახლე: 0
ავტორი: CR.7, თარიღი: 01-12-2010 10:41, კომენტარი: 378, სიახლე: 0
ავტორი: Jason, თარიღი: 01-12-2010 14:28, კომენტარი: 36, სიახლე: 9
ავტორი: madridista girl, თარიღი: 01-12-2010 17:17, კომენტარი: 3958, სიახლე: 3
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE



















