რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » რონალდუ პორტუგალიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

რონალდუ პორტუგალიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

22-03-2017, 00:01
ავტორი: ZZ
ნახვა: 521
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
რონალდუ პორტუგალიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
კრიშტიანუ რონალდუ ინდივიდუალური პრიზების მოგებას აგრძელებს. "რეალის" "შვიდიანი" პორტუგალიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს...

მან პეპეს და რუი პატრისიუს აჯობა. გამოკითხვაში მონაწილეობას მწვრთნელები, ფეხბურთელები და გულშემატკივრები იღებდნენ.

წლის საუკეთესო მწვრთნელის დასახელების შემდეგ, რომელიც ფერნანდუ სანტუში გახდა, რონალდუმ კომენტარი გააკეთა:

"ჩემთვის 2016 წელი ოცნების წელი იყო როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თვალსაზრისით. "რეალთან" ერთად რამდენიმე დიდი ტურნირი მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი პირველად მოვიგეთ და ეს განსაკუთრეული იყო, რადგან ეს ტიტული ჩემს კოლექციაში არ ყოფილა. მსურს კლუბის და ნაკრების თანაგუნდელებს მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო. ასევე, მადლობას ვუხდი პორტუგალიელ გულშემატკივრებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის მოგების ძალა მოგვცეს. მადლობა ყველას".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.