MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ხამეს როდრიგესი მომავალი სეზონისთვის ზიდანის გეგმებში არ შედის

კატეგორია: სიახლეები, ტრანსფერები თარიღი: 30-03-2017, 22:07
ხამეს როდრიგესი მომავალი სეზონისთვის ზიდანის გეგმებში არ შედის

მადრიდის "რეალში" მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის დაგეგმვა უკვე დაიწყეს და მასში ხამეს როდრიგესის ადგილი არ აღმოჩნდა. გამომცემლობა El Chiringuito-ს ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი კოლუმბიელ ნახევარმცველს თავის გუნდში ვერ ხედავს და დიდი ალბათობით ეს უკანასკნელი ზაფხულში "სამეფო კლუბს" დატოვებს...

კლუბის მთავარი სპონსორის Fly Emirates-ისთვის გადაღებულ ოფიციალურ ფოტოზე ხამესი აღარ იმყოფება. ეს კიდევ ერთი მინიშნებაა იმისა, რომ კოლუმბიელი ამ ზაფხულს "რეალს" დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ხამესი კლუბისთვის მარკეტინგული თვალსაზრისით მომგებიანია, მადრიდელები მასთან განშორებას მაინც გეგმავენ.

ზინედინ ზიდანი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ამბობდა, რომ ხამესი მის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ ფრანგი სპეციალისტის განცხადება ყურად არ იღო და კოლუმბიელი გუნდში დარჩა. თავის მხრივ, როდრიგესმა ორი გრანდი უარით გაისტუმრა და მადრიდში დარჩენა ამჯობინა.

მიუხედავად იმისა, რომ ზიდანი თავის ინტერვიუებში ხამესისადმი კარგ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა, ეს საქმეში ნამდვილად არ გამოჩნდა. კოლუმბიელი სათამაშო დროით ფეხბურთელებს შორის მხოლოდ მე-16 ადგილს იკავებს. მან წლევანდელ სეზონში მინდორზე 1316 წუთი გაატარა.

თუ ხამესი კლუბს დატოვებს, "რეალი" ახალი ნახევარმცველის შეძენას შეეცდება

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, თუ ხამეს როდრიგესი მადრიდის "რეალს" დატოვებს, ზინედინ ზიდანი მისი შემცვლელის შეძენას შეეცდება......

ხამესი შესაძლოა "არსენალში" გადაბარგდეს

დიდი ალბათობით, ხამეს როდრიგესი უახლოეს პერიოდში მადრიდის "რეალს" დატოვებს. ზინედინ ზიდანმა კოლუმბიელ ნახევარმცველს სხვა კლუბის მოძებნა ურჩია......

ხამესის მომავალი კვლავ გაურკვეველია

ხამეს როდრიგესის მომავალი კვლავ გაურკვეველია. კოლუმბიელი "სევილიასთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ BBC-ს ფაქტიურად ყველა წევრი მატჩისთვის მზად არ იყო. ხამესს სურს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყოს, მაგრამ...

პრემიერლიგის კლუბები ხამესისთვის იბრძვიან

ხამეს როდრიგესის მადრიდული მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული......

ზიდანი "რეალში" ხამესის ადგილს ვერ ხედავს

სავარაუდოდ, კოლუმბიელი ამ ზაფხულს მადრიდის "რეალს" დატოვებს......

"რეალმა" გადაწყვეტილება მიიღო: ხამესი გუნდს ზაფხულში დატოვებს

El Confidencial-ის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს ხამეს როდრიგესი მადრიდის "რეალს" დატოვებს......

ხამესისთვის ადგილი კვლავ არ არის

კოლუმბიელი კვლავ სათამაშო დროის გარეშე დარჩა......

სპრინტერი ხამესი

კოლუმბიელმა ვარჯიშების წყალობით სისწრაფეს მოუმატა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.