რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ლუკასი: "ჩვენ შევძლებთ იმ ფეხბურთის თამაშს, რომელიც ანჩელოტის გააოცებს"

ლუკასი: "ჩვენ შევძლებთ იმ ფეხბურთის თამაშს, რომელიც ანჩელოტის გააოცებს"

31-03-2017, 00:01
ავტორი: ZZ
ნახვა: 992
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ლუკასი: "ჩვენ შევძლებთ იმ ფეხბურთის თამაშს, რომელიც ანჩელოტის გააოცებს"
პროგრამა El Hormiguero-სთან ინტერვიუში ლუკას ვასკესმა კარლო ანჩელოტის მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართ საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაზეც ისაუბრა...

"ანჩელოტი ნამდვილად კარგად გვიცნობს, მაგრამ ჩვენ შევძლებთ იმ ფეხბურთის თამაშს, რომელიც მას გააოცებს".

ლუკასმა აღნიშნა, რომ აპრილის თვე გუნდისთვის გადამწყვეტი იქნება:

"ჩვენ ცხრა თამაშის ჩატარება მოგვიწევს და მოგვიწევს ყველაფრის დაცვა, რისთვისაც მთელი შვიდი თვის მანძილზე ვიბრძოდით".

ვასკესმა სერხიო რამოსთან ერთად გოლების ორიგინალურ აღნიშვნაზეც ისაუბრა:

"ტრენაჟორების დარბაზში ყოფნისას ჩვენ NBA-ს მატჩების ვიდეოს ვუყურებთ, ვირჩევთ მოძრაობებს, რომლებიც მოგვწონს და მათ ვიმეორებთ, რათა მოედანზე კარგად გამოგვივიდეს. ზოგჯერ ვარჯიშების შემდეგ კალათბურთსაც ვთამაშობთ: მე და სერხიო ხორვატების, მოდრიჩისა და კოვაჩიჩის წინააღმდეგ".

ფეხბურთელმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული თავისი პენალტიც გაიხსენა:

"გოლის გატანა ძალიან მსურდა. ეს შანსი რომ ვერ გამომეყენებინა, მატჩის შედეგი სულ სხვა იქნებოდა".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.