რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » დანილომ "რეალის" მაისურით 50-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა

დანილომ "რეალის" მაისურით 50-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა

16-04-2017, 14:40
ავტორი: ZZ
ნახვა: 414
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
დანილომ "რეალის" მაისურით 50-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა
მატეო კოვაჩიჩმა კი "სამეფო კლუბის" მაისურით 50-ე მატჩი მოიგო...

დანილომ ხიხონის "სპორტინგთან" (2:3) მადრიდის "რეალის" მაისურით 50-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა "სამეფო კლუბში" სადებიუტო მატჩი სწორედ ხიხონელთა წინააღმდეგ ჩაატარა. ეს 2015 წლის 23 აგვისტოს "ელ-მოლინონზე" მოხდა. მას შემდეგ დანილომ მადრიდული გრანდის რიგებში 34 მატჩი მოიგო და 3 გოლი გაიტანა.

ბრაზილიელმა ლატერალმა ამ 50 მატჩიდან 36 ლა ლიგაში, 9 ჩემპიონთა ლიგაზე, 5 კი სამეფო თასზე ჩაატარა.

წლევანდელ სეზონში დანილომ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან 13 მოიგო, აქტივში კი 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

კოვაჩიჩის 50-ე გამარჯვება "რეალთან" ერთად
ხორვატმა ნახევარმცველმა ამ შედეგს თავის მეორე სეზონში მიაღწია. მან "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

კოვაჩიჩმა "რეალში" დებიუტიდან 66 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მატეომ 35 გამარჯვება ლა ლიგაში, 11 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 სამეფო თასზე, 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და 1 ევროპის სუპერთასზე მოიპოვა.

წლევანდელ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა. აქედან 22 მოიგო და 2 გოლი გაიტანა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.