» » ისკოს 25 წელი შეუსრულდა
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 326
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 21-04-2017, 12:17
21-04-2017, 12:17

ისკოს 25 წელი შეუსრულდა

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური

ისკოს 25 წელი შეუსრულდა
ესპანელმა ნახევარმცველმა მადრიდის "რეალის" რიგებში 184 მატჩი ჩაატარა და 7 ტიტული მოიგო...

ისკო ალარკონი 1992 წლის 21 აპრილს ბენალდამენაში (მალაგა) დაიბადა. ის "რეალში" მეოთხე სეზონს ატარებს. მან "ბლანკოსის" მაისურით 184 მატჩი ჩაატარა და 31 გოლის გატანა მოახერხა. ისკომ "რეალის" რიგებში შვიდი ტიტული მოიგო: 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერთასი და 1 სამეფო თასი.

ალარკონმა ცოტა ხნის წინ ლა ლიგაში "რეალის" მაისურით ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდი დაამხო. ის აქტივში უკვე 9 გოლია. გარდა ამისა, მან წლევანდელ სეზონში მოგებულ ორ ტიტულში თავისი წვლილი შეიტანა: ევროპის სუპერთასზე "სევილიასთან" და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე "კაშიმასთან".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.