» » AS: რონალდუმ და რამოსმა ლევანდოვსკის "რეალში" გადაბარგება შესთავაზეს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1826
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 21-04-2017, 19:24
21-04-2017, 19:24

AS: რონალდუმ და რამოსმა ლევანდოვსკის "რეალში" გადაბარგება შესთავაზეს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

AS: რონალდუმ და რამოსმა ლევანდოვსკის "რეალში" გადაბარგება შესთავაზეს
მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელით ისევ ინტერესდება...

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებული საპასუხო მატჩის შემდეგ, 28 წლის ლევანდოვსკიმ სერხიო რამოსთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ისაუბრა.

ორივე ფეხბურთელმა, რომელთაც გასახდელში დიდი გავლენა აქვთ, კომპლიმენტების გაცვლის შემდეგ ლევანდოვსკის "რეალში" გადაბარგება შესთავაზა.

ფლორენტინო პერესს ლევანდოვსკის თამაში მას შემდეგ მოსწონს, რაც ამ უკანასკნელმა დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშისას "რეალს" პოკერი შეუსრულა. "რეალის" პრეზიდენტი პოლონელს ამჯერადაც ესაუბრა და მისი ფეხმძიმე მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. მან ფეხბურთელს სეზონის დასკვნით ნაწილში წარმატებები უსურვა.

ლევანდოვსკიმ "ბაიერნთან" კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2021 წლამდე გაახანგრძლივა. მისი წლიური ანაზღაურება 8-დან 15 მლნ. ევრომდე გაიზარდა. ბონუსების ჩათვლით კი 17-18 მლნ. ევროს იღებს. ის ბუნდესლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.