» » ბეილი: "ბავშვობაში ოცნებობ, რომ ერთხელაც ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართო"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1573
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 21-04-2017, 20:58
21-04-2017, 20:58

ბეილი: "ბავშვობაში ოცნებობ, რომ ერთხელაც ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართო"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა

ბეილი: "ბავშვობაში ოცნებობ, რომ ერთხელაც ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართო"
გარეთ ბეილმა Nissan-თან ინტერვიუში "რეალის" მაისურით გატანილი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლები გაიხსენა. ასევე, განმარტა, თუ რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგის მოგება...

ჩემპიონთა ლიგა

"ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილია და ეს გამარჯვება არასდროს დამავიწყდება. ბავშვობაში ოცნებობ, რომ ერთხელაც ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართო. როცა ეს ყველაფერი რეალურად გამოვცადე, საოცრება იყო. ამას არასოდეს დავივიწყებ".

ლისაბონში გატანილი გოლი

"ფინალში გოლი გავიტანე და ეს ენით აღუწერელი ემოციები იყო. ადრენალინი, რომელსაც ასეთი გოლის შემდეგ გრძნობ, არარეალურ და ენით აღუწერელ ემოციებს გაძლევს. ესეც არასოდეს დამავიწყდება".

"რეალში" გატანილი მნიშვნელოვანი გოლები

"ალბათ, ჩემპიონთა ლიგის და სამეფო თასის ფინალებში გატანილი გოლები. ამ ორმა გოლმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ტიტულების მოგებაში დაგვეხმარა".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.